ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრისტიან ვიერი:”ვლაჰოვიჩი მზად არის”

მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე, ნამდვილად იქნებიან ფეხბურთელები რომელთა მიმართ ყურადღება გაზრდილი იქნება.

ერთ-ერთი ასეთი სერბი დუშან ვლაჰოვიჩია რომელიც მიმდინარე სეზონში ფიორენტინას რიგებში საოცრად ირჯება და ტყუილად არ მიიპყრო წამყვანი კლუბების ინტერესი.

კრისტიან ვიერის მტკიცებით, სერბი უკვე მზად არის კარიერაში მორიგი ნაბიჯის გადასადგამად:

საოცრად ცივსისხლიანია. ზედმეტ მოქმედებას არ ასრულებს და ყოველთვის კარზეა დაგეშილი.

გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ძლიერია, მას არც ტექნიკურ არსენალთან აქვს პრობლემები. შეუძლია ბურთის მიღება, დამუშავება და თავადვე გაძღოლა. 

სად გააგრძელებს კარიერას? იმ შემთხვევაში თუ კი რომელო ლუკაკუ კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს, ვფიქრობ სწორედ ვლაჰოვიჩს შეუძლია მისი ჩანაცვლება.

სხვა მხრივ იუვენტუსი და მილანი ჩემი ცნობით საქმეში იმყოფებიან.. მათი სტილიდან გამომდინარე დუშანი თავს არცერთ მათგანთან არ შეირცხვენს.”

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელით წამყვანი იტალიური კლუბები ინტერესდებიან და იუვენტუსი მათ რიცხვში შედის.

ამ ეტაპზე ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ მოთამაშეს უფრო ამბიციურ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x