ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოიზე კინი:”ალეგრი მენდო და მუდამ მისი მადლიერი ვიქნები”

მოიზე კინი:”ალეგრი მენდო და მუდამ მისი მადლიერი ვიქნები”

მოიზე კინი

მოიზე კინისთვის იუვენტუსი განსაკუთრებული კლუბია და ეს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუშიც მკაფიოდ დააფიქსირა:

“მამად ყოველთვის კორადო გრაბის მივიჩნევდი, რომელმაც ქუჩას მომწყვიტა და ჩემში ირწმუნა. სწორედ მან მომცა განვითარების საშუალება.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს საფეხბურთო კარიერაში მაქს ალეგრის.. მაშინ საკმაოდ ფეთქებადი და რთულად კონტროლირებადი ვიყავი, მაგრამ მაქსი მენდო, რის გამოც მის მიმართ მუდამ მექნება თბილი გრძნობები!

იუვენტუსიდან წასვლა გამიჭირდა, რაც ბუნებრივია.. აქ არაჩვეულებრივი წლები გავატარე და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. თუმცა, მივხვდი რომ ფეხბურთელის ცხოვრება ასეთია.

ადრეულ ასაკში მომიწია გაზრდა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან შენ წინ დიდი მსოფლიოა, რომელიც ზღვა რესურს გაძლევს.. მთავარია როგორ გამოიყენებ.

ჯორჯო კიელინი მუდამ საჭირო რჩევებით მამარაგებდა. ჯგუფში კაპიტანს დიდი ავტორიტეტი აქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გვერდიდან არ მოგშორდება.”

5 thoughts on “მოიზე კინი:”ალეგრი მენდო და მუდამ მისი მადლიერი ვიქნები”

      1. კრეტინები უკვე მერამდენედ უშვებენ ფეხბურთელებს და სხვაგან კიდე დაფრინავენ. მემგონი უბრალო დამთხვევა არ არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.