ჩეფერინი:”ტურნირი მათ გარეშეც ფანტასტიკური იქნება”

UEFA
გუშინ უეფას კომიტეტს უნდა გადაეწყვიტა, რა სანქციებს დააკისრებდა იმ 12 კლუბს, რომლებმაც სუპერ ლიგის შექმნა გადაწყვიტეს.
ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ აღნიშნულ საკითხს მომავალში დაუბრუნდებოდნენ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა და შესაბამისად, თითოეულ კლუბს თავისუფლად შეუძლია უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობის მიღება.
თუმცა, გუშინ გვიან ღამით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მკაფიო განცხადება გაავრცელა:
“ჯერჯერობით 4 კლუბს სუპერ ლიგა ოფიციალურად არ დაუტოვებია. საუბარია მილანზე, რეალზე, ბარსელონაზე და იუვენტუსსზე.
შესაბამისად, მათ თუ მართლაც აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე, მაშინ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ფანტასტიკური გათამაშებები, მათ გარეშეც ფანტასტიკურად დარჩება.
შესაბამისად, თუ მათ სურთ ეგოისტებად დარჩენა და სუპერ ლიგის შექმნაზე ძალების კიდევ ერთხელ მოსინჯვა, ამის გაკეთება თამამად შეუძლიათ. თუმცა, მათ ეს ერთხელ უკვე ცადეს და წარუმატებლობა განიცადეს. ეს არ უნდა დაავიწყდეთ.”