JP Morgan:”ჩვენ მზად ვართ ინვესტიციისთვის – პროექტი გრძელდება”
JP Morgan -ი მთავარი უმსხვილესი საბანკო დაწესებულება, რომელიც სუპერლიგისთვის საჭირო სახსრებს უზრუნველყოფდა. ორიოდე დღის წინ მათ მიერ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც აღქმული იყო თითქოს ალტერნატიულ საფეხბურთო ტურნირზე უარს საბოლოოდ ამბობდნენ.
თუმცა, გუშინ ბლუმბერგთან ინტერვიუს დროს, მათ სრულებით სხვა შესაძლებლობა და მიმართულება გააჟღერეს:
“სიმართლე ითქვას, ჩვენი განცხადება რადიკალურად სხვა ფორმით იქნა აღმქული.
მესმის, რომ ფანებისთვის გარკვეული რამ რთული მისაღები აღმოჩნდა. რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი ემოციური სპორტია და ეს ყოველივე ყველა ასპექტში დიდი დოზით იგრძნობა.
ჩვენ მოვისმინეთ ფანების ხმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთის მოსმენა მოუწევთ და თუ ისინი მივლენ საერთო გადაწყვეტილებამდე, ჩვენ მზად ვართ ინვესტიციის განსახორციელებლად.
დიახ, გაგვიჭირდება საკუთარი ხედვით ევროპულ საფეხბურთო ცხოვრებაზე და მის გადარჩენაზე ვისაუბროთ. მეორეს მხრივ ადამიანები, რომლებთანაც ვკონტაქტობდით აქვთ მკაფიო ხედვა რომელიც ამბიციურად გამოიყურება.
შესაბამისად ჩვენი პოზიცია ასე გამოიყურება – უეფა, ფიფა და ყველა დაინტერესებული მხარე, შეთანხმდეს ერთიან სქემაზე – იქნება ეს სუპერლიგა თუ სხვა სახის გათამაშება და ჩვენ კომპანიონებთან ერთად, ამ საკითხს აუცილებლად გავივლით და მივალთ იმ შედეგამდე, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.”
ერთი სიტყვით უდიდესი საინვესტიციო ჯგუფი, მზადყოფნას გამოთქვამს ინვესტირებისთვის და ახლა ჯერი თავად დაპირისპირებულ მხარეებზეა. კლუბებმა შეძლეს JP Morgan -ის მოყვანა, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია და მზად არის საფეხბურთო ცხოვრების გასაუმჯობესებლად სახსრები გამოყოს.
აუ რა მაგრა უბერავთ