ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”რევანშის სურვილი დიდია”

დღეს, ჩვენი დროით 17:00 -ზე ფლორენციაში არტემიო ფრანკიზე ადგილობრივი ფიორენტინა ტურინის იუვენტუს უმასპინძლებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, გთავაზობთ ბიანკონერის თავკაცის ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“კარგად გვახსოვს დეკემბრის მატჩი, სადაც თითქის მთელი შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩავატარეთ და შედეგად სეზონში პირველი მარცხი ვიწვნიეთ.

ბუნებრივია რევანშის წყურვილი დიდია, მითუმეტეს ასეთ პრინციპულ მეტოქესთან. 

შეხვედრა იქნება უაღრესად რთული, რადგან მეტოქე გადარჩენისთვის იბრძვის და დასაკარგი არაფერი აქვს.

თუმცა, ჩემი შეგირდებისგან კარგ ასპარეზობას და შედეგს ველოდები.

ადრიენ რაბიო ყველა მხრივ უმატებს და მას სასტარტოში უნდა ველოდოთ. პაულო დიბალა ფრანგის მსგავსად თავს უკეთ გრძნობს. მისი მოძრაობები უფრო სწრაფი და სახიფათო გახდა!

პარმასთან შეხვედრაში სუპერლიგის თემა უდაოდ იგრძნობოდა, რადგან მთელი კვირის განმავლობაში მასმედიის მხრიდან დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც ბუნებრივია მოთამაშეთა ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს.

ჩვენ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი და გვსურს პირველ ოთხეულში ადგილის დაბევება.

გვეშინია თუ არა რომ საბოლოო ჯამში კლუბს გათამაშებიდან მოხსნიან? ასეთ რამეზე არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენი დავალება მოედანზე შედეგის მიღწევაა.”

1 thought on “ანდრეა პირლო:”რევანშის სურვილი დიდია”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.