11 იტალიური კლუბი იუვენტუსის, მილანის და ინტერის დასჯას ითხოვს

იტალიური გამომცემლობის მტკიცებით სერია ა-ს 11 კლუბმა ლეგა კალჩოს ხელმძღვანელობას წერილობით მიმართეს, რათა ორგანიზაციამ მილანი, ინტერი და იუვენტუსი დააჯარიმოს.
სანქციებთან დაკავშირებით, აღნიშნული კლუბები სპეციალური შეხვედრის გამართვას ითხოვენ, სადაც გადაწყდება რა ფორმით იქნებიან ზემოთხსენებულები დასჯილი.
ეს ყოველივე სუპერლიგას უკავშირდება, რომელიც დაანონსებიდან 48 საათში შეჩერდა ინგლისური კლუბების საქმიდან გასვლის გამო.
თუმცა, ფლორენტინო პერესი ჯიუტად აცხადებს, რომ კონტრაქტს აუცილებელი შესრულების პირობა გააჩნია.
რაც შეეხება კლუბების მოთხოვნებს, როგორც ირკვევა ლეგა სერია ა თითქოს არ გეგმავს რაიმე სანქციის დაწესებას ამ სამი გრანდისთვის.
11 კლუბის ვინაობა კი ცნობილია – რომა, ტორინო, ბოლონია, ჯენოა, სამპდორია, სასუოლო, სპეცია, ბენევენტო, კროტონე, პარმა და კალიარი.
უარი თქვეს ნაპოლიმ, ლაციომ, ფიორენტინამ, ატალანტამ და ვერონამ.
ნაპოლ ლაციო ფიორენტინა ატალანტა ვერონა პრეზიდენტები თქვენ კაცები გყავთ და თქვენც კაცებიხარ აი იმ 11 გუნდს რაც შქვია აქ ვერ დავწერ