ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრანჩესკო გრაციანი:”იუვეს ფეხბურთ 2 წელზე მეტია აღარ უთამაშია”

იტალიის ნაკრების ექს ფეხბურთელი ფრანჩესკო გრაციანი იუვენტუსის სიტუაციაზე საუბრობს:

“დღევანდელი გუნდი არის უმძიმეს სიტუაციაში და ასეთ დროს აუცილებელია ლიდერებმა უფრო მეტი გაიღონ.

სამწუხაროა, მაგრამ კრიშტიანო რონალდუ კრიზისულ ვითარებაში იმაზე დაბალ ხარისხს აჩვენებს, ვიდრე ეკადრება.

როდესაც ავტობუსში ადის და თამაშისკენ მოემართება, ეს უკვე 1-0 ნიშნავს.. 25 ბურთს ისე ვერ გაიტანდა.. მაგრამ დღევანდელი იუვე დამოკიდებული გახდა ინდივიდებზე და ასეთ დროს, რონალდუს მეტი მსხვერპლის გაღება ესაჭიროება..

თუმცა, რასაც ვუყურებთ, ამ სეზონში მისგან მსგავსი ქმედება უფრო და უფრო ნაკლები ხდება.. შედეგად ეს გუნდის ნეგატიურ შედეგზე პირდაპირ-პროპორციულად აისახა.

თავადაც ხედავთ, როგორ უჭირს იუვენტუსს გუნდური თამაშის ჩვენება.. არადა ეს ხომ მათი მთავარი კოზირი იყო? ბიანკონერი ნამდვილად არ შედის იმ ტიპის გუნდებს შორის, რომლებიც ერთ ადამიანზე არიან დამოკიდებულები.

ჩემი სუბიექტური აზრით, იუვეს გუნდური ფეხბურთი 2 წელზე მეტია აღარ უჩვენებია.. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს და ხელმძღვანელობამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

ალეგრის გაშვების პირველი მომხრე მე ვიყავი და სწორადაც გაუშვეს, მაგრამ მერე უარესი ქნა ბოსობამ და ეხლა თუ გვინდა რომ მოკლე დროში აღმოიფხვრას კრიზისი და 1-2 წელზე არ გაიწელოს კიდევ, მაშინ ალეგრიზე უკეთ და ამავდროულად მოკლე დროში ვერავინ იზავს ამას ჩემი აზრით.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

ყველაფერი ხუთიანზე თქვი +1
გეგონება ჩემ ტვინში იჯექი

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ასეა სამწუხაროდ

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x