ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი – კონტე და ახალი მიმართულება – 27 მაისის მოლოდინში

ანდრეა ანიელი

იტალიური მედია განახლებულ ცნობებს გვთავაზობს იუვენტუსის მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით.

27 მაისს როგორც მოგეხსენებათ იუვენტუსის აქციონერთა საბჭო იკრიბება, სადაც დიდი ალბათობით ანდრეა ანიელის მომავალიც გადაწყდება.

სუპერლიგის საკითხმა, ბიანკონერის პრეზიდენტს არაერთი პრობლემა გაუჩინა და გაჩნდა ჭორები, რომლის თანახმადაც მის გადაყენებას აპირებენ.

თუმცა, ეს საუბრები მალევე მიჩუმდა და ჯერ არავისთვის არის ცნობილი, როგორ განვითარდება ანიელის და იუვენტუსის ისტორია.

თავის მხრივ ანდრეა პირლოს გუნდიდან გაშვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.. იმ შემთხვევაში თუ კი ანიელი ტურინში დარჩება, მაშინ მის ნაცვლად გუნდს სათავეში მაქს ალეგრი ჩაუდგება.

დაირხა ხმები ანტონიო კონტესთან მიმართებაში.. იუვენტუსის ექს კაპიტანი და შემდგომ მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა მართლაც დაბრუნდეს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ ანიელის აქციონერები პოსტს დაატოვებინებენ. ასეთ შემთხვევაში ალეგრის არა ტურინში, არამედ მილანში ინტერის თავკაცად ვიხილავთ.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
თობდი
თობდი
3 years ago

ჩმონტე არავის სჭირდება… მაგის ხასიათების სწორება და გაბუტვები ყელშია… თან რაც არ უნდა პროფესიონალურად შეხედო ამბავს მაინც მერდების მწვრთნელია… მაგას ისევ მაქსი მირჩევნია საჭირო მომენტში მაგრად უტევდა მაინც გუნდი

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ჯობია მეგობარო ალეგრი თავისთავად

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ეე ძაან არეული არის ყველაფერი

იკა
იკა
3 years ago

რაც გინდა მოხდეს, ოღონდ ისევ კონტე და ისევ სვარკა არა!.. ცალკე საკითხია გუნდის “მოღალატეების” დაბრუნება რო უკვე მოჟნა თემაა და ერთგულებას ატრუხებენ

იკა
იკა
3 years ago
Reply to  იკა

ალეგრის არ ეხება მოღალატეობა რათქმაუნდა… მევასება და მევასებოდა… იუვეს ფერგიუსონი მინდოდა ყოფილიყო სულ და აქ ხალხი ოცნებობდა მაგის გაშვებაზე და მაგრად ა.ჯვამდა და ახლა გახდა “სანთლით საძებარი მოურავი”…

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  იკა

ალეგრის მართლა მაგის დაბრალება ცოდვაა უკვე

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x