ჯოვანი გუარდალა:”მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა”
Sky Sport -ის პირდაპირ ეთერში ჯოვანი გუარდალამ დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც გუშინ მილანთან მარცხის შემდეგ ტურინში დაიწყო:
“მატჩის დასრულებისთანავე ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოს გადაყენებას გეგმავდა და სეზონის ბოლომდე სადავეების იგორ ტუდორისთვის გადაბარება ქონდა გამიზნული.
თუმცა, ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ ისურვეს და საქმის განხილვა, მეორე დღისთვის გადადეს.
ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, გადაწყდა მისი დატოვება..
თუმცა, ეს უფრო მეტად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ტურინელებს მატჩი უკვე 12 მაისს აქვთ სასუოლოსთან, რომელმაც შესაძლოა მართლაც მოიტანოს ფატალური შედეგი მაესტროსთვის.
იუვე მომგებიან მდგომარეობაში აღარ არის და დამოკიდებულია მეტოქეების მხრიდან შეცდომებზე, მაგრამ ამავე დროს თავადაც ფეხის დაცდენის არანაირი უფლება არა აქვს.
ასე რომ, თუ Mapei -ს ბინადრებთან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, დღევანდელი შეკრება, განხილვა და ასე შემდეგ, სწორედ ამ თამაშის მერე იქონიებს ლოგიკურ შედეგს.”
ჩემი მოკრძალებული აზრით, იუვენტუსის მასშტაბის გრანდში (გრანდებში) სატრანსფერო პოლიტიკას არ უნდა განაგებდეს ვინმე განყენებული პირი (ჩვენს შემთხვევაში პარატიჩი).
ასეთი დონის კლუბში უნდა იყოს ტოპ კლასის მწვრთნელი, რომელსაც ექნება 3-4 წლიანი ხელშეკრულება და სრული თავისუფლება ტრანსფერებში.
ამის გარეშე უკვე შეუძ₾ებლად მიმაჩნია ლიგის მოგებაზე ოცნებაც კი.
პირლომ სეზონში იმდენივე საშინაო თამაში წააგო, რამდენიც ალეგრიმ ხუთ სეზონში
ლოგიკა 0 და ეხლავე რო აასხმევინო რა ?
ან იქამდე რატო არ გააგდეს საინტერესოა!
კომენტარის გარეშე