ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის მთავარი სიახლეები

იუვენტუსმა სასუოლოსთან კი გაიმარჯვა, მაგრამ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

ტურინელები კვლავინდებურად ოთხეულს მიღმა იმყოფებიან და ახლა რისი იმედიც უნდა ქონდეთ, არის ის რომ კონკურენტებს ფეხით დაუცდეთ, ხოლო თავად დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ქულები დააგროვონ.

გუშინდელ მატჩში მე-100 გოლები შავ-თეთრებში ერთბაშად ორმა იუვენტინომ – კრიშტიანო რონალდუმ და პაულო დიბალამ გაიტანეს.

ორივე მათგანის კონტრაქტზე დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი, რადგან პორტუგალიელსაც და არგენტინელსაც ერთი სეზონი აქვთ დარჩენილი და თუ მხარეებმა რაიმე კომპრომისი ვერ გამონახეს, გამოდის რომ შემტევებს უფასოდ დაკარგავს.

სპორტმედიასეტი ამ საკითხს უბრუნდება და განახლებულ ცნობებს გვიზიარებს.

დიბალასთან ერთი კვირის წინ განახლდა მოლაპარაკებები, მაგრამ სამხრეთ ამერიკელი უარზეა ტურინელთა მხრიდან შეთავაზებულ წლიურ გასამრჯელოზე.

ამავე დროს პაულო სტაბილურად მაღალ სათამაშო დროს ითხოვს, რომლის კონტრაქტში შეტანას ბიანკონერის მესვეურები ეწინააღმდეგებიან.

სეზონი ყველასათვის წარუმატებელი გამოდგა, როგორც სპორტული ასევე ფინანსური თვალსაზრისით.. იუვენტუსი ყველაფერთან ერთად დიდი რისკის ქვეშ არის ლიგიდან შემოსული სახსრების გარეშეც დარჩეს..

ასე რომ ეს საკითხი ფაბიო პარატიჩის მხრებზე დიდ ტვირთად აწევს.

ჯანლუიჯი ბუფონის მომავალზე უკვე ბევრი იწერება.. ჯიჯიმ დაადასტურა რომ სეზონის დასრულებისთანავე ტოვებს იუვენტუსს.. მაგრამ არ დაუზუსტებია სათამაშო კარიერას გააგრძელებს თუ დაასრულებს.

სხვათაშორის მატჩის შემდეგ მან ერთ-ერთ ვარიანტზე თავადვე ისაუბრა:

“იყო შემოთავაზება ფლამენგოდან, მაგრამ ბრაზილიაში წასვლას საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ.”

ლეგენდარული კარის დარაჯს ვარიანტები ამერიკის ლიგიდანაც აქვს, მაგრამ კონკრეტულ კლუბებზე ჯერ ცნობილი არაფერია.

მემფის დეპაი ერთი პერიოდი იუვესთანაც იყო ახლოს.. ახლა კი უფრო მეტად ბარსელონასთან არის.. კატალონიელებს ჰოლანდიელი ესიმპატიურებათ და მიმზიდველ კონტრაქტს თავაზობენ. ასე რომ ვისაც იმედი ქონდა ლიონის შემტევის დამატების, ჯობს სხვა რამეზე მოახდინოს კონცენტრირება.

მანუელ ლოკატელიზე ერთი პერიოდი აქტიურად იწერებოდა, თითქოს კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებდა..

მაგრამ იტალიელ ნახევარმცველს ჰორიზონტზე პსჟ გამოუჩნდა, რომელიც საკუთარი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე მის გადასაბირებლად ყველაფერს მოიმოქმედებს.

თავად იუვეს ინტერესიც თითქოს განელდა, რაც განპირობებულია მთავარი მწვრთნელის საკითხთან.. ჯერ არავინ იცის ვინ იქნება მომდევნო სეზონში ტურინელთა თავკაცი.. პირლოს დარჩენის შანსები მიზერულია.. მაქს ალეგრის მიმართ ბოლო ხანებში რეალი და ნაპოლი გააქტიურდა..

ასე რომ წინ საინტერესო პროცესებია.

4.8 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ვა რა გველოდება წინ ნეტა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x