ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისტორია გრძელდება!

მოგესალმებით!

პირველ რიგში დიდ ბოდიშს გიხდით საიტის გაჩერებისთვის, რომელსაც კონკრეტული მიზეზი აქვს.

საქმე იმაშია, რომ აჭარაბეთმა, რომელსაც რეკლამა ქონდა განთავსებული ჩვენს გვერდზე, უარი განაცხადა თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

12 წლის წინ ყველაფერი ენთუზიაზმზე დაიწყო.. ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა, რადგან უბრალოდ ძალიან მიყვარდა რასაც ვაკეთებდე.

თუმცა, დამეთანხმებით რაც დრო გადის ვალდებულებებიც მატულობს და რთულია ასე ფინანსური მხრის გარეშე დროის გამოყოფა.

აჭარას მესიჯმა ნამდვილად გამიცრუა იმედია, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტი იყო.. შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება, რომ პროექტი დასრულდებოდა, რადგან უბრალოდ დროის გადანაწილებას ვერ შევძლებდი.. მითუმეტეს დღევანდელ რთულ ვითარებაში.. საჭირო იყო ალტერნატიული გზების მოძიება, რათა ფინანსური სიტუაცია დამესტაბილურებინა.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად საჯარო სივრცეში ჩვენს Facebook ჯგუფში გამოვაქვეყნე, რომელსაც სწრაფად მოყვა გამოხმაურება. უამრავი ადამიანი მწერდა, რომ მზად იყვნენ გვერდში დადგომოდნენ საიტს, რომელიც ამდენი წელია ფუნქციონირებს.

ცოტნე ცერცვაძის ინიციატივით დაიწყო გამოკითხვა, რამდენი მომხმარებელი იყო მზად ყოველთვიურად საიტისთვის გაეღოთ ის თანხა, რაც მათ შესაძლებლობებში შედიოდა.

დაახლოებით სამ დღეში 600 ლარზე ოდნავ მეტი შეგროვდა, რისთვისაც თითოეულს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი! პასუხისმგებლობა თქვენს მიმართ ყოველთვის დიდი მქონდა, მაგრამ ახლა ეს სულ სხვა ეტაპზე არის გადასული!

ორშაბათიდან საიტი ჩვეულად დატვირთულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მუდამ ვიძახდი, რომ ეს საიტი არის ყველასი.. ახლა კიდევ უფრო მეტი ინდენტობა გექნებათ, რადგან იმუშავებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენ მოისურვებთ!

აქვე გამოვაქვეყნებ ანგარიშის ნომერს, რომელზედაც შესაძლებელია საიტისთვის თანხის ჩარიცხვა. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!

TBC – GE46TB7405945063600014
BOG – GE75BG0000000101336912
5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

komentari ratom wamishalet vin amixsnis.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  bero-juve10

მეგობარო მარტო შენ არ გემართება ასე არის ხანდახან არ იწერება კომენტარი თორე რა უნდა დაგეწერა ისთი რო ვინმეს კომენტარის წაშლა მონდომებოდა და თუ მართლა არის ასეთი ალბათ გამოვა ხაზზე

maradona73
maradona73
3 years ago

რა კარგი სტატისტიკა აქვს წელს მარკუს ლორენტეს ატლეტიკოდან, 12 გოლი და 11 ასისტი. ნახევარმცველისთვის იდეალურია.

https://www.youtube.com/watch?v=GMdMYYUVgIs

The BRILLIANCE Of Marcos Llorente 2021
დახატავდა იუვეს ლორენტე.

maradona73
maradona73
3 years ago

ერთი რამის თქმა მინდა კიდევ – რეჯისტას თემა იუვეში.

პირლოს წასვლის მერე გამალებით ცდილობენ მეორე პირლო გამოძერწონ ვინმესგან.

ბეტანკურს იმნა შეცეს და არტურიც მაგისტვის მოიყვანეს
, ვერც ერთი გახდება პირლო და ვერც მეორე.

არ გამოდის და არ გამოვა ეგ საქმე ჩემი აზრით.

მაგის მაგივრად ერთ ფიზიკურად ძლიერიმ ოძრავი და სწრაფი “ჩისტილშიკი” კი გამოითლებოდა ვინმესგან.
3 ნახევარმცველში დაუყენე გვერძე 2 ბოქსთუბოქს და ამავდროულად შემქმნელი ფეხბურთელიც და იდეალური ცენტრი გამოვიდოდა.

მაგრამ არა, აუცილბელად პირლოს გამოთლა უნდათ მაინცდამაინც ბეტანკურისგან …

maradona73
maradona73
3 years ago

გუშინ ჩელსის ვბალელშიკობდი და გამიხარდა კიდევაც რომ მოიგეს. მაგრამ მეორეს მხრივ მაგათმა მოგებამ კიდევ ბევრ სხვა რამეზე დამაფიქრა. 2 ლიგა იუვენტუსს და 2 ჩელსის, რომელიც ჩვენ ბოლოს 25 წლის წინ მოვიგეთ, ჩელსიმ კი ბოლო 10 წელში 2 მოიგო + უეფას თაის 2 წლის წინ. გულნდელ ფინალში ჩელსის ყავდა კარგი მწვრთნელი და 1 ტოპ ფეხბურთელი კანტე. დანარჩენი ტუხელის მოსვლამდე რასაც თამაშობდა ჩელსი გემახსოვრებათ ალბათ ლამპარდის ხელში. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ მწვრთნელს, ფაქტი სახეზეა … ასევე ცენტრში კანტეს დონის ფეხბურთელს. ჩვენებმა კიდევ რა ქნეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვთვლი მაგდენს. პირველ რიგში ანიელის ბრალია ყველაფერი, ჯერ სარი და მერე პირლო.… Read more »

Juve fan
Juve fan
3 years ago
Reply to  maradona73

100% ხარ ძმა

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

აი ზუსტად მაგიტო ვბალეშიკობდი ჩელს და ვულოცავ კიდევაც ჩელსის ბალეშიკებს ლიგის მოგება იუვე რო ვერ შეძლებს იმას რო ნოტინგემ ფორესტს ვერ გაასწრებს და ჩელს დაწევის შაშვალებას მიცემს კატასტროფაა და თან რამდენი ფინალი აქ ნათამაშები კარგი ტრენერი მთავარია თავისთავად

zura 3003
zura 3003
3 years ago

ამ საიტზე მე 2009 წლიდან ყოველდღიურად შემოვდივარ, ხშირად არ ვაკომენტარებ, მაგრამ დღე არ გასულა, რომ არ გავცნობოდი სიახლეებს, ჩემი დიდი პატივისცემა დავით ჯიშკარიანს და ყველას, ვინც უძღვება ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ენთუზიაზმის და საყვარელი გუნდის პატივისცემიდან მოდის, მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით და ჩემს მცირე წვლილსაც შევიტან ამ საქმეში

maradona73
maradona73
3 years ago

საინტერესო სტატია დევს lelo.ge-ზე, ამწუთს სავიკითხე.
პირლოს წარუმატებლობის ანალიზია.

batumski
batumski
3 years ago

ეგ არაფერი,მოვხოდავთ საიტს,აგერ ვართ ბიჭები..ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის..საერთო ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ..

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ბოდიში მოსახდელი მეგობარო არაფერი გაქ მთავარია დაბრუნდი და კარგად ხარ ეს საიტი სულ იქნება ისეთი როგორიც ადრე იყო წარმატება ყველაფერში

maradona73
maradona73
3 years ago

დავით, კონტაქტშიც რომ დაამატო ანგარიშის ნომერი არ იქნება ცუდი.
უფრო იოლი მისაგნები იქნება.

maradona73
maradona73
3 years ago

გამარჯობა დავით, წარმატებებს გისურვებ პირადად და საიტსაც.

საიტი უნდა ვაცოცლოდ აუცილებლად და ყველამ ვინც სარგებლობს შეძლებისდაგავარად რაღაც უნდა გავიღოთ.

პირადად შემთვის ცხოვრების წესად იქცა ამ საიტზე შემოსვლა, სტატიების წაკითხვა და აზრების გაზიარება.

ეს სტატია სადმე თავში იდოს, რომ ნებისმიერ შემოსვლის დროს შეიძლებოდეს ანგარიშის ნახვა და თანხის გადმორიცხვა.

მე სადღაც 4-5 რიცხვში ვიღებ ჯამაგირს და გადმოვრიცხავ მაგ დროს მინიმუმ 50 ლარს.

წარმატებები დავითს და ყველას.

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x