ლუჩიანო მოჯი:”დიბალა-მორატა დიახ, რონალდუ არა”
იუვენტუსის ექს სპორტული დირექტორი ლუჩიანო მოჯი მაქს ალეგრის ტურინში დაბრუნებას განიხილავს:
“მასიმილიანოს გამორჩეულად ვაფასებ და მისი გუნდიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო. ვფიქრობ, ახალი ენთუზიაზმით მაქსი წარმატებულად იმუშავებს.
მითუმეტეს ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ალეგრი ახლა რადიკალურად სხვა სტატუსით და უფლებამოსილებით შეუდგება საქმის კეთებას.
ფაბიო პარატიჩის წასვლა უდაოდ დანაკლისია, მაგრამ ვფიქრობ მხარეებს შორის ჰარმონია აღარ სუფევდა.. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც პარატიჩის წასვლა მოუწია.
თავდასხმის ხაზი? პაულო დიბალა ცალსახად უნდა დარჩეს. იდენტური შეხედულება მაქვს ალვარო მორატაზე. აი კრიშტიანო რონალდუს საკითხი დიდი განსჯის საგანია.
შეხედეთ ციფრებს.. შეხედეთ გატანილი გოლების რაოდენობას და მიხვდებით, რომ იუვემ კოლექტიური თამაში დაკარგა. ყველა ბურთი მასთან მიდის, რითაც პარტნიორების მონაგარი მკვეთრად შემცირებულია, ვიდრე ეს რონალდუმდე იყო.
დღევანდელი და ჩემი პერიოდის გუნდი? თამამად გეტყვით, რომ განსხვავება კოლოსალურია და ჩემი გუნდი გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევდა..
დღევანდელს ბევრი პრობლემა აქვს ნახევარდაცვაში.. დაცვაშიც კი როდესაც მინდორზე ჯორჯო კიელინი არ არის, საშინელი ქაოსი ხდება.
ჩემი პერიოდის შემადგენლობაში ისეთი ბალანსი არსებობდა, სადაც ყველა ზონა იდეალურად იყო დაკომპლექტებული.”
იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊
ანგარიშის ნომრები:👇
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
როგორი მელა სახე აქვს, მაგარი კაცია მოჯი.
მაგარი მოზგი იყო.
ტიპი გენიოსია რა..რა კუშებს არტყავდა მასტი..
არ ვიცი რა იქნება არცერთ ფეხბურთელზე თავს არ დავდებ მარა იუვემ რო ადგეს და კვადრო გაუშვას ეს იქნება ყველაზე არასამართლიანი და უკვე არასწორი საქციელი ყველა ნაირად კვადრო რო არა ვერ ვიქნებოდით ლიგაზე
ეგოისტი კია რონალდო მაგრამ ფაქტია რო მის გარეშეც ვერ იყო გუნდი ხოდზე ბოლო მატჩებს თუ არ ჩავთვლით. გოლებს და შეტევებს რაც შეეხება უფრო მეტი იმიტო აქ მაგას რო ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგას ნუ არ ვიძახი სულ მაგას არ ეძებენ თქო სტადიონზე მარა პოზიციასაც სხვებისგან განსხვავებით სწორად არჩევს. მორატას აფსაიტები რო არა მაგასაც ბევრი გოლი უნდა ქონდეს შეყრილი. მოკლედ ალეგრის დაბრუნება გამისწორდა მაგრად! ალბათ ტრანსფერებს ამჯერად შეუსრულებენ აბა მაშინ რისთვის დაბრუნდა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ასეა. ამ კორონავირუსმაც გაახურა რა პირლოს ამ მხრივ ცოტა არ გაუმართლა.
აქ სწორ პოზიციის ქონაზე არაა, რალურად მთელი გუნდი მაგას ტენიდა ბურთს ამას ვერ ხვდებით. გუნდი დაიშალა და გახდა რონალდუს ფანკლუბი, ერთი ფეღბურთელის სტატისტიკას გადააყოლეს შეკრული გუნდი. ახალგაზრდა იყოს და ისევ ცხენივით დარბოდეს კიდე ხო, მაგრამ უკვე პამპერსებს იკეთებს ტიპი, აუცილებლად უნდა გაუშვან, აღარ შეუძლია ბოლო 2 წელია არაფერი და 30 მილიონ პენსიას იღებს რადგან რეალში იყო კარგი.