ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რებუსი სახელად ადრიენ რაბიო

Gazzetta ადრიენ რაბიოს მომავალთან მიმართებაში, ბევრ კითხვის ნიშანს ხედავს, რადგან ინგლისიდან კონკრეტული ცნობები ქვეყნდება.

კარლო ანჩელოტი ფრანგი შუახაზელის მახასიათებლებს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა და კლუბის ხელმძღვანელობისგან, სრული მხარდაჭერა აქვს რათა ადრიენი ლივერპულში ჩაიყვანონ.

ტურინში მის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა.. იყო მატჩები სადაც რაბიო საკუთარ თამაშს მაღალ დონეზე აჩვენებდა, მაგრამ სტაბილურობა ვერაფრით იპოვა.

ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში ნახევარმცველმა ისიც კი განაცხადა, რომ თავის დროზე იუვეს სასარგებლოდ არჩევანი მაქს ალეგრის გამო გააკეთა. შესაძლოა სწორედ ტოსკანელმა სპეციალისტმა უზრუნველყოს მისთვის ის სტაბილურობა, რაც ასე აკლია ფრანგს.

თუმცა, ევერტონი დანებებას არ აპირებს და რაბიოს გარანტირებულ სასტარტოსთან ერთად, მიმზიდველ ანაზღაურებას თავაზობს.

თავად იუვენტუსს ინგლისელები 25 მილიონს თავაზობენ. აღნიშნული თანხა, კაპიტალის გაზრდის თვალსაზრისით ტურინელთა ფინანსური მონაცემებისთვის უდაოდ დადებითად აისახება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოთამაშე პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

თქვენი აზრით, უნდა დარჩეს თუ არა რაბიო გუნდში?

რაბიო - უნდა დარჩეს თუ არა

Loading ... Loading ...


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014

1 thought on “რებუსი სახელად ადრიენ რაბიო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.