ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა/სავიჩი – ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული

პოგბა/სავიჩი – ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის საგა ყველასათვის ნაცნობია და მის თავიდან მოყოლას არ დავიწყებ, უბრალოდ გეტყვით, რომ ზაფხულში საუბარი მის თაობაზეც წავა.

პოლ პოგბა არის ოცნება, რომელიც ბევრ პრობლემებს უკავშირდება. მართალია ფრანგი კონტრაქტის გახანგრძლივებას თითქოს არ აპირებს იუნაიტედთან, მაგრამ მისი ანაზღაურება არანაკლებ საყურადღებოა.

ფრანგი ინგლისში 14 მილიონს გამოიმუშავებს, რის უზრუნველყოფასაც ტურინი ვერ შეძლებს. მინო რაიოლას გათვალისწინება ამ საკითხში? რთულად წარმოსადგენია რაიოლას და იუვენტუსის ერთმანეთისადმი კარგმა დამოკიდებულებამ პოგბაზე იმ კუთხით იმოქმედოს, რომ ამ უკანასკნელს “ქამრის მოჭერა” აზრში ჩაუგდო.

ასე რომ საჭიროა ალტერნატიულ ვარიანტებზე საუბარი და ასეთი ბევრი იარეს თუ ცოდა, კვლავ ლაციოში მყოფი სერგეი მილინკოვიჩ სავიჩს მიადგნენ.

სერბი იმდენად განრისხებულა სიმონე ინძაგის გუნდიდან წასვლით, რომ თავადაც მოტივაცია დაკარგული ესაუბრა კლაუდიო ლოტიტოს საკუთარი სიტუაცია და სურვილი ღიად გააცნო.

ლაციოს ესმის, რომ ამჯერად მისი შეკავება გაუჭრდება, რადგან ტანმაღალი შუახაზელით იუნაიტედიც ინტერესდება, პსჟც და იუვენტუსიც..

თუმცა, ამჯერად 100 და 80 მილიონად ვერ გაასხვისებს, რადგან ამ დონეზე სერგეის სტაბილურად კარგი თამაში აღარ უჩვენებია..

იმ შემთხვევაში თუ 40-50 მილიონზე ლოტიტო მწვანე შუქს აანთებს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და მილინკოვიჩი როგორც იქნა მოირგებს შავ-თეთრ მაისურს, რომელსაც უკვე დიდი ხანია აცმევენ..


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

7 thoughts on “პოგბა/სავიჩი – ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული

  1. იუვეს დახატავს..სპეციფიკიდან გამომდინარე..ნედვედის ალტერნატივაა,ჰაი ლეველად გაიჩითება(45-50 მლნ დაიკერება)

  2. ამას ხომ იუვე ტრამპლინად უნდოდა რეალში გადასასვლელად და გაიჭედა ლაციოში, ნეტა წელსაც არ გაუშვას ლიტიტომ )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.