ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

არტური ხელშეუხებელი არ არის და მისით უკვე ინტერესდებიან

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მომავალთან მიმართებაში კითხვის ნიშნები საკმარისზე მეტია, გუნდში შარშან მოსული ბრაზილიელი არტურ მელოა.

ამ ერთი წლის განმავლობაში მან ნამდვილად ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების სათანადო დონეზე დემონსტრირება და ტურინის დარწმუნება საკუთარ აუცილებლობაში.

შესაბამისად სხვადასხვა მედია საშუალების ცნობით, თუ ბიანკონერი არტურთან მიმართებაში საინტერესო წინადადებას მოისმენს, მაშინ შუახაზელს აუცილებლად შეელევა.

ასეთი კლუბი კი არაა გამორიცხული პსჟ გახდეს, რომლის სპორტული დირექტორი ლეონარდო თანამემამუკეს დადებითად ახასიათებს. ჯერჯერობით საორიენტაციო ღირებულება არ სახელდება, თუმცა გასული წლის მიხედვით იუვეს გაუჭირდება მისი იმ ფასად გასხვისება, რაც თავის დროზე ბარსასთან პიანიჩის ბარტერის დროს ხელშეკრულებაში დაფიქსირდა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x