შეხვედრა კონტინასაზე – ტრანსფერები, ხელშეუხებლები და..

მაქს ალეგრი
გუშინ, კონტინასაზე პირველი შეხვედრა შედგა ტურინში დაბრუნებულ მაქს ალეგრისა და ხელმძღვანელობას შორის.
აღნიშნულ სამიტზე განხილულ იქნა სატრანსფერო, ლოჯისტიკური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სხვადასხვა იტალიური წყაროები, ამ საუბრის რამდენიმე დეტალს ასაჯაროებენ..
პირველ რიგში დავიწყოთ მოთამაშეებით, რომლებიც მაქსისთვის ხელშეუხებელნი არიან:
მატეის დე ლიტხი, ფედერიკო კიეზა, როდრიგო ბენტანკური, ხუან კუადრადო და დეიან კულუსევსკი. მნიშნელოვან ფიგურებად განიხილებიან ასევე ჯორჯო კიელინი რომელთანაც შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდა, ლეონარდო ბონუჩი და ვოიცეხ შესნიც.
პოლონელი კლუბს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მის თაობაზე იუვე მსუყე შეთავაზებას მიიღებს. სხვა მხრივ ჯიჯიო დონარუმას ტურინში გადაბარგება გადადებულია.
ალვარო მორატას შენარჩუნება მაქს ალეგრის გეგმებში შედის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ატლეტიკოს პოზიცია.. მისი ფინანსური მოთხოვნებით უნდა შემსუბუქდეს, ყოველ შემთხვევაში იტალიელთა სურვილი ასეთია.
პაულო დიბალა კი ცენტრალურ ფიგურად დაბრუნდება და ფორვარდის უკან იმოქმედებს.. მას სრული თავისუფლება მიეცემა! მაქს მისი იმედი აქვს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლა ჯოიას პროექტის ცენტრალურ ნაწილში აყენებს.
კრიშტიანო რონალდუს მომავალზე ვეტო მაქს არ დაუდია და შესაბამისად, კლუბი პორტუგალიელმა შესაძლოა მართლაც დატოვოს. მასთან მიმართებაში იტალიელი ჟურნალისტები ღიად აცხადებენ, რომ ისტორია დასრულებულია და რონალდუმ ახალი თავგადასავალი უნდა დაიწყოს.
პსჟ, მანჩესტერი და რეალი.. პსჟ-ს მესვეურები რონალდუში იმ ელემენტს ხედავენ, რომელიც წარმატების მოტანისთვის არის აუცილებელი. მანჩესტერი ჯერ კიდევ ფიქრობს ღირს თუ არა 36 წლის მოთამაშისთვის სეზონში 30 მილიონის გადახდა.. რეალი უბრალოდ აკვირდება სიტუაციას.
მაქსისთვის მთავარ მოთხოვნად ისევ ნახევარდაცვა რჩება, სადაც ტოსკანელს ორი ახალი სახელის ხილვა სურს. რეჯისტა პრობლემატურ რგოლად რჩება.. მანუელ ლოკატელი კი ის ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სიტუაციაზე კონტროლის დამყარება. ალტერნატივას მირალემ პიანიჩში ხედავენ, რომლის დამატება იოლი არ იქნება..
მაგრამ რამდენად არის მართებული 31 წლის ბოსნიელის უკან დაბრუნება რთული სათქმელია.
დავით თბს-ზე გადმოვრიცხე ძმა 50, ეხლა მეტი ვერ შევძელი.
შენ გვერდში მიგულე ნებისმიერ დროს.
რა სახელები და გვარები ისმის გავგიჟდი… თითქოს რომელიმე საშუალო დონის გუნდი იყოს ასკოლკებზე რო ჩალიჩობენ და რაღაცას წვალობენ… რომა რო რომაა იმას უნდა დონარუმა და ამათმა არც კი გაიწიეს…
პროსტა არ შემიძლია ფეხბურთის გარეშეც და ამ ფეხბურთში მითუმეტეს ვინმე სხვისი გულშემატკივრობა (უფრო სწორად იუვეა ჯერ და მერეა ფეხბურთი), თორე ამათი საცოდავობის და დამოკიდებულების შემყურე რა ძალა მადგას… :))) ხბო ბენტანკური რო ხეშეუხებელი იქნება კაროჩე რაა… ))) და ლოკატელით და გადაღრძუებული პიანიჩით აპირებენ ნახევარდაცვის პრობლემის მოგვარებას… :)) მარა ალბათ ეგაა ნამდვილი სიყვარული და გულშემატკივრობა ასეთ დღეში მყოფი გუნდიც რო ისევ ისე გვიყვარს და ვგულშემატკივრობთ, როგორსაც მწვერვალებზე ყოფნის დროს ვგულშემატკივრობდით (განსაკუთრებით კალჩოპოლამდე)…
კიელინი რა ჩემ ფეხებად უნდათ ნეტა. 3 ძალიან კარგი ტრანსფერი გვჭირდება რა.
როგორ არ უნდათ..კაპიტნის ხდნა და გამოცდილება აუცილებელია,რომელსაც ახალგაზრდებს გაუზიარებს..
ბარძალის და ბუფუნის შემთხვევაშიც ეგრე იძახდნენ და არანაირი შედეგი არ მისცა გუნდს რავიცი