ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

პოლ პოგბა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიურ მედიაში იუვენტუსსთან მიმართებაში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

დუშან ვლაჰოვიჩი ბიანკონერის სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ მისი გაფორმება ურთულესი გახდა, რადგან იებმა ახალგაზრდა ბომბარდირთან მოლაპარაკებები დააჩქარეს.

როკო კომისოს ბრძანებით, ფორვარდს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შეთავაზებენ, რათა თავიდან აიცილონ იუვენტუსის და სხვა რომელიმე კლუბის წნეხი.

კულუარული ცნობებით თავად მოთამაშე არ ჩქარობს ფლორენციული კლუბის დატოვებს და მზად არის ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

შეიცვლება თუ არა სიტუაცია? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.. ვლაჰოვიჩს კარგად ესმის, რომ ტურინში დიდი კონკურენცია ელის და აქედან გამომდინარე, ურჩევნია ითამაშოს იქ სადაც მეტ დროს მიცემენ.. იებში კი ის პორველ ნომრად განიხილება და მთელი თამაში მასსზე ეწყობა.. ასე რომ..

მაურო იკარდი თავის მხრივ კიდევ ერთი ვარიანტია, რომელიც თავდასხმის ხაზში აქტიურ განხილვაში იმყოფება, მაგრამ რაც ტურინი ფაბიო პარატიჩიმ დატოვა ეს ვარიანტი დღის თემაში აღარ დგას.

პარატიჩის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ არგენტინელი გახლდათ, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია და იუვე ამ შესაძლებლობას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ პსჟ არენდას დათანხმდება.. შეთავაზება სამხრეთ ამერიკელი კრიშტიანო რონალდუს სანაცვლოდ, მომენტალურად დაიბლოკა შავ-თეთრების მხრიდან.

სერბი ნიკოლა მილენკოვიჩი ფიორეს ერთ-ერთი ლიდერია.. სერბი ფეხბურთელი ბევრი დადებითი თვისებით გამოირჩევა და ამიტომაც არის მის მიმართ ყურადღება გაზრდილი.

იუვენტუსს მისი დამატება იმდენად სურს, რომ მერიჰ დემირალი ტრანსფერზე დააყენა და აღებული სახსრებით სწორედ ბელგრადში დაბდებულ 23 წლის მოთამაშეს დაუფიქრებლად დაიმატებს.

თავად მილენკოვიჩიც მზადყოფნაშია და მოუთმენლად ელის ახალი თავგადასავლის დაწყებას. დიახ, ნიკოლას სიტუაცია ვლაჰოვიჩისგან განსხვავებულია და იუვეს ხელში ფეხბურთელის სურვილიც გააჩნია.. ახლა ყველაფერი დემირალის სარფიან გაყიდვაზეა დამოკიდებული.

კრიშტიანო რონალდუმ ზუსტად იცის თუ სად გააგრძელებს კარიერას – ასეთია პორტუგალიური გამომცემლობის სიახლე, რომელიც მის მომავალს ტურინს აღარ უკავშირებს.

მანჩესტერ იუნაიტედი, პსჟ, რეალი და რამდენიმე ამერიკული კლუბი.. რონალდუს მშობლიურ სპორტინგშიც ელიან, მაგრამ ჯერჯერობით კიბორგი ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს.

მაქს ალეგრის მისი გასხვისება მოსვლის წამიდან სურს – ამის მიზეზი კი ორია: მაქსის მოსაზრებით მის გარეშე გუნდი ნაკლებად წნეხში იქნება, ხოლო მეორე ფინანსური ასპექტია.. იუვეს ბიუჯეტში თანხები გაუნთავისუფლდება.

საერთოდაც თავად მაქს ყველაზე მეტად ნახევარდაცვის გაძლიერება უნდა. მირალემ პიანიჩი მისი მოთხოვნაა.. მან იცის ბოსნიელის შესაძლებლობა და ამიტომაც ითხოვს ასე დაუფარავად.

თუმცა, მთავარი ოცნება პოლ პოგბაა.. თუ არსებობს მცირე შანსი, იუვეს ამ შანსის გამოყენებას ბოლომდე ეცდება. ალეგრის კონკრეტული სქემა აქვს დახაზული და მასში პიანიჩი-პოგბას დუეტს ფუნდამენტური როლი უკავია.. ნედვედმა რაიოლასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა.. ეს არ იქნება იოლი და იუვესთვის ეს უკვე ცნობილია.. მითუმეტეს თავად ფრანგიც დიდად არ აქტიურობს და საქმეს აგენტს უტოვებს, რომელიც საკომისიოზე და სხვა ფინანსურ დეტალებზე ვაჭრობს.

პაულო დიბალაზე სხვადასხვა სიახლეები ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა თანხმდება, რომ არგენტინელი იუვენტუსში დარჩება და მისი ახალი პროექტის მთავარი ფიგურა გახდება.. რონალდუს წასვლის შემთხვევაში კი შესაძლოა იმაზე მეტი დრო და ყურადღებაც დაეთმოს, ვიდრე ახლა იწერება.

ვოიცეხ შესნის იუვედან წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია.. მეკარეს თაობაზე სამი წინადადება შემოვიდა, რომელიც პოლონელის მხრიდან დაიბლოკა. მას კარიერის გაგრძელება ტოპ კლუბში სურს.

აქედან გამომდინარე ჯიჯი დონარუმას ტრანსფერი ჭიანურდება.. მხარეებს შორის თითქოს კომპრომისი მოძიებული იყო, მაგრამ შესნის მდგომარეობამ ყველაფერი შეცვალა.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მოკლედ წინ კიდე ბევრი ომია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x