ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიეზა:”ნაკრები ყველაფერია და წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებთ”

ფედერიკო კიეზამ პირველსავე სეზონში დაამტკიცა, რომ იმსახურებს იუვენტუსის მაისურის ტარებას. იტალიელმა შემტევმა მაღალი დონის თამაში აჩვენა, რისი დამსახურებითაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მიიღო:

“ნაკრებში ყოფნა თითოეული მოთამაშის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე გახლავართ.

ჩემთვის აძურის მაისური ყველაფერია და ორი აზრი არაა ქვეყნისთვის ყველაფერს გავიღებ.

პირველი კადრი რომელიც დამამახსოვრდა, თავისთავად 2006 წლის მუნდიალი იყო.. ამის შემდეგ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი და გერმანელებზე გამარჯვება 2-0

ბუნებრივია ახლაც გვაქვს სურვილი მაქსიმუმს მივაღწიოთ, მაგრამ ამისათვის ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშიდან-თამაშამდე უნდა მივიდეთ.

მწვრთნელი ვინც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა? პაულო სოუზას მიმართ მადლიერება მუდამ დიდი მექნება. სწორედ მან ირწმუნა ჩემს შესაძლებლობებში! დამარწმუნა, რომ შემიძლია ვიყო გუნდი მნიშვნელოვანი წევრი! ეს ფეხბურთელისთვის ფუნდამენტური რამ გახლავთ.

არასდროს დამავიწყდება პრიმავერაში ყოფნისას, როდესაც იუვეს ახალგაზრდულ გუნდს ვინოვოზე ვეთამაშეთ.. მაშინ სოუზა დასაკვირვებლად ხალხს აგზავნიდა.. მწვრთნელის მიზანი იყო ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოესმინა.. ამიტომაც თითოეულ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს და მოთამაშე ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს!

კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ვარჯიში საამაყო რამ არის. ბევრ ასპექტში მართებს მომატება.. მაგალითად კარში დარტყმების ტექნიკაა დასახვეწი და რონალდუ ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა..

ყოველი საწვრთნელი დღე არის ახალი შანსი გახდე უკეთესი.. ისწავლო ახალი რამ და პროგრესი გააგრძელო. მთავარია რწმენა არ დაკარგო და სიზარმაცე დაძლიო.”

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x