პიანიჩის წარმომადგენლები ბარსას მესვეურებს შეხვდნენ
ესპანური მედიის მტკიცებით ორიოდე დღის უკან მირალემ პიანიჩის წარმომადგენლები ბარსელონას მესვეურებს შეხვდნენ.
ბოსნიელს ტურინში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ეს სურვილი კატალონიელებისთვის უკვე ცნობილია.
ბარსას 2 წლიანი არენდით უკვე მიმართეს, თუმცა აქ ერთი რამ არის საგულისხმო. როდესაც ეს ორი წელი ამოიწურება, პიანიჩთან ბარსას კონტრაქტი მხოლოდ ერთ სეზონზე დარჩება.
რამდენად დათანხმდებიან ასეთ პირობებს რთული წარმოსადგენია..
პარალელურად გაძეტა იტყობინება, რომ პიანიჩი ინტერსაც შეთავაზეს.. ინიციატორი თავად ბარსაა რომელსაც სანაცვლოდ ნიკოლო ბარელა მოუნდა.
იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊
ანგარიშის ნომრები:👇
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
ოღონდ ეს არ დავინახო იუვეში რა! წასულია ამის დრო საერთოდ
მეც მასე ვფიქრობ… გადაფასებული ხალხის მოყვანას უნდა შეეშვან სამუდამოდ…