ალვარო მორატა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით
ალვარო მორატას საგა გრძელდება. ფეხბურთელთან მიმართებაში თავდაპირველად ჩნდებოდა სიახლე თითქოს იუვენტუსი არენდას ახანგრძლივებდა, მაგრამ ფაბიო პარატიჩის ტურინიდან წასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
თავად მორატამ ამ თემასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:
“ტურინიდან სპორტული დირექტორი დამიკავშირდა, რომელსაც გარკვეულ საკითხებზე ვესაუბრე.
თუმცა, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილი არაფერია.
დანარჩენ დეტალებს უკვე აგენტი მიხედავს.. ეს წელი რთული, თუმცა საინტერესო გამოდგა და იმედს ვიტოვებ მომდევნო არანაკლებ კარგი გახდება.”
არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ თუ უკეთესს მოიყვანენ კარგია
იმედია დატოვებენ