Corriere:”რონალდუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ”
კრიშტიანო რონალდუ წასვლას უახლოვდება – ყოველ შემთხვევაში ასეთ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური Corriere რომელიც პორტუგალიელის ახალი გამოწვევის სურვილზე საუბრობს.
ჟორჟ მენდეში კლიენტის თაობაზე მოლაპარაკებებს პსჟ-სთან და მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს, თუმცა ბოლო ხანებში პარიზელები დაწინაურდნენ, რომლებიც რონალდუს ვარიანტს ერთგვარ რეზერვად მიიჩნევენ.
საქმე იმაშია, რომ კილიან მბაპემ შესაძლოა თავის მხრივ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტოს. ფრანგი იუნაიტედის ჰორიზონტზეა და კულუარული ცნობები აგენტთან მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს.
მბაპესადმი ყურადღებას რეალიც იჩენს და შესაბამისად მისი პარიზიდან აბარგება გამორიცხული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სახის ტრანსფერი ახლა ძალზედ რთული განსახორციელებელია ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.
შესაბამისად, პსჟ სწორედ ამიტომაც აქტიურობს რონალდუს თაობაზე, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მბაპედან გამომდინარე არ ჩქარობს.
სხვათაშორის იუვე არ იქნება წინააღმდეგ თუ საქმეში მაურო იკარდი ჩაერთვება.. მაქს ალეგრისთვის არგენტინელი სასურველ სიაში იმყოფება.
იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊
ანგარიშის ნომრები:👇
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1