ესპანური მედია:”მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს”

ესპანური მედია მირალემ პიანიჩთან დაკავშირებით საუბრობს.
იუვენტუსსმა და ბარსელონამ უკვე დაიწყეს საუბარი ბოსნიელი ნახევარმცველის თაობაზე.
კატალონიელთა გეგმებში ნახევარმცველი აღარ შედის და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოთამაშეს, თავად რონალდ კუმანმა გააცნო.
ბარსას კი არ სურს ისეთი ფეხბურთელის გუნდში გაჩერება, რომელიც მწვრთნელის ტაქტიკურ სქემაში არ ჯდება.
აქედან გამომდინარე კატალონიელები მზადყოფნას გამოთქვამენ პიანიჩი სხვა კლუბში გაუშვან, მაგალითად იუვენტუსში საიდანაც თავის დროზე დაიმატეს.
მირალემის ხილვა ბიანკონერის რიგებში მაქს ალეგრის თხოვნაა და იუვე მოლაპარაკებების მაგიდას მთავარი მწვრთნელის გამო მიუჯდა.