ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიახლეები მეოთხე ფორვარდსა და დემირალის მომავალზე

იუვენტუსი მეოთხე ფორვარდის ძიებაშია, რომელიც განურჩევლად კრიშტიანო რონალდუს გადაწყვეტილებისა, გუნდის საბოლოო დაკომპლექტებისთვის აუცილებელია.

კერუბინი ისეთი პროფილის მქონე მოთამაშეს ეძებს, რომელსაც ღიად გამოხატული პრეტენზია სასტარტო შემადგენლობაზე არ ექნება და სკამზე საკუთარ შანს დაელოდება.

იგეგმებოდა ახალგაზდა ფეხბურთელის დამატება, მაგრამ ახლა ჰორიზონტზე ანდრეა პეტანიას კანდიდატურაც გამოჩნდა, რომელიც ნაპოლის ღირსებას იცავს.

რა კონკრეტულ თანხაზეა საუბარი ან საერთოდ ბარტერს ხომ არ ფიქრობს იუვე ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუმცა თავად დე ლაურენტისის კლუბი რამდენად შეელევა ფორვარდს მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რთული სათქმელია.

აქვე კიდევ ერთი სატრანსფერო სიახლე მერიჰ დემირალს უკავშირდება, რომლის მიმართ მოთხოვნა დიდია და მათგან ორი ყველაზე მეტად აქტიურობს.

საუბარი ევერტონსა და ატალანტაზეა, რომლისგანაც იუვეს კრისტიან რომეროს უკან დაბრუნება სურს.. არგენტინელისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა სწორედ თურქმა მცველმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x