ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რემზიდან – არტურამდე – პრობლემები სატრანსფერო ბაზარზე

ფედერიკო კერუბინის ბევრი საქმე ექნება. პირველსავე სეზონში ახალ თანამდებობაზე, მან მაქს ალეგრის ისეთი გუნდი უნდა გაუკეთოს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და შესაძლოა სხვა მიზნებისთვისაც გაიწიოს.

თუმცა, იუვეს მთავარი პრობლემა ყველასათვის ნათელია – კლუბს გაყიდვებში აქვს პრობლემები და ამ კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უფრო დრამატულ სახეს ღებულობს.

და მაინც მოდით გავუყვეთ იმ ფიგურებს, რომლებიც ბაზარზე არიან.. რას მიცემენ იუვეს და საერთოდ მიცემენ თუ არა რაიმეს..

აარონ რემზი ორ წლიანი წარუამტებელი თავგადასავლის მერე უდიდესი ალბათობით ტურინს დაემშვიდობება. არსენალში დაბრუნება პრიორიტეტულია და თავად კანონირებიც ბედნიერები იქნებიან თუ უელსელი ლონდონში გადაბარგდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ კი კლუბს 0 ევროდ შეუერთდება.. კრისტალ პალასი, ვესტ ჰემი და დანარჩენი მსგავსი კალიბრის კლუბები პრიოტეტში არ იმყოფებიან.

არტურ მელო ბიანკონერის 60 მილიონი დაუჯდა და რა მოიგო ამით რთული სათქმელია. ბრაზილიელს ცუდი სეზონი გამოუვიდა და ახლა მის გაყიდვას იუვე ამ თანხად ნამდვილად ვერ შეძლებს. განიხილება ვარიანტი ბარტერზე, მაგრამ ისიც დაბალ თანხაზე.. შედის თუ არა ალეგრის გეგმებში? რთული საკითხია.. მაქსი უპირატესობას სხვა ტიპის მოთამაშეებს აძლევს და ამიტომაც ეცდება კლუბი მის გასხვისებას, მაგრამ ეს ურთულესი მისიაა.

არენდებიდან მატეა პერინი და მარკო პიაცა დაბრუნდნენ.. პერინის დაუყონებლივ სურს კლუბის დატოვება, რადგან სათამაშო პრაქტიკის იმედი იუვეში არა აქვს.. თუმცა, იუვე 10 მილიონზე ნაკლებად ამას არ გააკეთებს და რადგან მსურველი არავინაა, არის იდეა რომ აპენინელი მომავალ სეზონში ვოიცეხ შესნის შემცვლელი გახდეს.

მარკო პიაცას სიტუაცია უფრო იოლად გამოიყურება.. კლუბს მისი იმედი აღარ აქვს, რადგან ყოველი არენდის შემდეგ უფრო და უფრო ცუდ თამაშს აჩვენებს. ხორვატთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისში იწურება.

დანიელე რუგანი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელიც იუვეს განკარგულებაში დაბრუნდება. ერთ სეზონში ორი კლუბი გამოიცვალა და რომ ვთქვათ, რომელიმეში თავი კარგად წარმოაჩინა მოვიტყუებით. არის ვარიანტი ბეტისსზე, მაგრამ ესპანელები მაქსიმუმ უფასო არენდას თუ განიხილავენ.. იმ შემთხვევაში თუ კლუბი მერიჰ დემირალმა დატოვა, ხოლო რადუ დრაგუსინი მანუელ ლოკატელის ტრანსფერში ჩართს, მაშინ ალეგრი დანიელეს გუნდში დატოვებს.

მატია დე შილიოს ლიონში ურიგო სეზონი არ ჩაუტარებია, მაგრამ ფრანგებმა იტალიელი მაინც არ გამოისყიდეს. არის ვარიანტი ევერტონზე.. მისი ღირებულება ახლა 5 მილიონს შეადგენს.

ერთადერთი მოთამაშე, რომლის ტრანსფერს იუვე განიხილავს და მასსზე მოთხოვნაც შესაბამისა – ეს მერიჰ დემირალია. არასტაბილური სეზონი ქონდა და ცუდი ევროპა.. თავად მერიჰსაც წასვლა უფრო უნდა ვიდრე დარჩენა, მაგრამ ტურინი 40 მილიონზე ნაკლებს არ დათანხმდება. რომა, ბორუსია და კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბი მზადყოფნას გამოთქვამენ მოლაპარაკებების წამოსაწყებად.

სიტუაცია უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ რეალობა ასეთია.. გაყიდვების განხორციელება არამარტო ფინანსური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ უეფას მიერ დადგენილი ფინანსური ფეირ-პლეისთვის.. ამ ბალანსის შენარჩუნებაზეც მოუწევს კერუბინს ფიქრი..


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x