იტალიელთა საორიენტაციო სასტარტო ბელგიელთა წინააღმდეგ

რობერტო მანჩინი
დღეს ჩვენი დროით 23:00 -ზე იტალია ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება და 1/2 ფინალის ბედი გადაწყდება.
ტუტოსპორტი ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას გვიზიარებს:
რობერტო მანჩინი კვლავინდებურად 4-3-3 ტაქტიკურ სქემას აირჩევს.
კარს ჯანლუიჯი დონარუმა დაიცავს.
მარჯვენა ფლანგზე ჯოვანი დი ლორენცოს უნდა ველოდოთ.. ცენტრალურ დუეტში ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი – ხოლო მარცხენა ფლანგზე ლეონარდო სპინაცოლა.
კიელინისთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.. მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კაპიტანი მატჩს აუცილებლად სასტარტოში დაიწყებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე მანჩინი უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს.
შუახაზშიც არის კითხვები მანუელ ლოკატელისთან მიმართებაში, თუმცა ტუტოსპორტის პროგნოზით საწყის ტრიოს ჟორჟინიო, ნიკოლო ბარელა და მარკო ვერატი შეადგენენ.
თავდასხმის ხაზში კი ცვლილელებს უნდა ველოდოთ.. დომენიკო ბერარდის ნაცვლად თითქმის ყველა წამყვანი გამომცემლობა ფედერიკო კიეზას ელოდება. ჩირო იმობილე ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე გაირჯება, ხოლო მარცხენა ფლანგზე ლორენცო ინსინიე განთავსდება.
ბრატცი გილოცავთ იტალიის გასვლას. . . ისე ეს დოკუ თუ ასეთი მაგარია იუვეში გაასწორებდა, ან რენატო სანჩესი იქნებოდა მაგარი
ტოტალი.2,5 ნაკლები ბურთი.