ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”იტალიისთვის ამ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს”

ლეონარდო ბონუჩის თქმით ინგლისსზე გამარჯვება, შესაძლოა სრულიად იტალიური ფეხბურთისთვის გახდეს მნიშვნელოვანი:

“ბოლო წლებში დაფიქსირებული წარუმატებელი სერიის ფონზე, ფინალში მიღწეულმა გამარჯვებამ შესაძლოა ახალი მუხტი გააჩინოს, რომელიც ათვლის წერტილივით გახდება.

მსაჯის თემა? ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ფეხბურთის თამაშზე და მისგან სიამოვნების მინიჭება უმთავრესი მისიაა.. სხვა ყველაფერი ფუჭი საუბარია და მეტი არაფერია. მთავარია საკუთარი თამაში ვითამაშოთ და მერე ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

უემბლი? მატჩისთვის მაქსიმალურად ვემზადებით და მერწმუნეთ მას საუკეთესო კონდიციებში შევხვდებით. შესაბამისად უემბლი და სხვა დანარჩენი ასპექტები ვერაფრით ვერ შეგვაშინებს.

ინგლისელები ყოველთვის მიმაჩნდნენ ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტებად. დაცვაში საიმედოები არიან, რაც მაგუაერის და სტოუნსის დამსახურებაა, ხოლო თავდასხმა საკმაოდ სწრაფად გადადის შეტევაზე, რითაც მეტოქეს თავისტკივილს არ აკლებს.

ჰარი კეინი გუშინ არ გაგვიცნია და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.. საერთოდაც, განვლილ გზას, რომ შევხედოთ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებთან მოგვიჭია ჭიდილი, რაც სასიამოვნო ფაქტია. 

ყურადღებით უნდა ვიყოთ, როცა წინ ავალთ.. ასეთ სწრაფ და ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებთან დაპირისპირება დიდ ნებისყოფას საჭიროებს. მხოლოდ დაცვამ კი არა მთელმა გუნდმა უნდა ივარგოს.

ბევრი საუბარია ჩირო იმობილეზე და ანდრეა ბელოტიზე.. მერწმუნეთ ორივე მათგანი გუნდისთვის ბევრს მუშაობს. შესაძლოა გოლი ვერ გაიტანონ, მაგრამ დანარჩენი ზონები მათ ჭვიანური გადაადგილებების შედეგად, კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებენ. 

რობერტო მანჩინისთან ერთად სამი წლის წინ შევუდექით ამ გზის გავლას. მაშინ გუნდში დიდი დეპრესია სუფევდა, რაც ბუნებრივია საშინელი შედეგიდან გამომდინარე. ნაკლებად უნდა ჯეროდა ვინმეს, რომ ჭაობიდან ასე სწრაფად და რიხიანად ამოვიდოდით.

პირველ რიგში მწვრთნელმა თავდაჯერებულობა დაგვიბრუნა.. საკუთარი თავის სიამაყე და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ამის შემდეგ მწვერთნელმა სხვა ჭკვიანური გადაწყვეტილებებიც მიიღო და ამ ყოველივემ რა შედეგიც გამოიღო თავადაც ხედავთ.

კომპლიმენტები მუდამ სასიამოვნოა. ასეთ დროს განვლილ გზას უყურებ და სიამაყით ივსები, მაგრამ ახლა მუშაობის დროა და ჯერ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ალვარო მორატას მატჩის შემდეგ ვესაუბრე. მოუთმენლად ველოდები ტურინში მის ხილვას!

მე და ჯორჯო კიელინი შვებულებას ერთად გავატარებთ. სწორედ ასე ხდება ურთიერთობის მოედნიდან გარეთ გადატანა და ჩვენ წლებია უკვე რაც ასე ვართ.”

4 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x