24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები
იტალიური გამომცემლობები გარკვეულ სატრანსფერო სიახლეებს გვთავაზობენ, რომელიც უკანასკნელ 24 საათში გამოქვეყნდა აპენინურ მედიაში.
პირველ რიგში გაძეტას ცნობებს გაგიზიარებთ, რომელიც მანუელ ლოკატელიზე ფოკუსირდება.
შესაძლოა, დღეს მილანში ერთმანეთს კერუბინი და კარნევალე შეხვდნენ, რომლებიც კიდევ ერთხელ ეცდებიან ამ ტრანსფერის დახურვას.
სასუოლო არ თანხმდება 40 მილიონზე ნაკლებს და იუვეს ან მოუწევს ამ წინადადებაზე თანხმობის მიცემას, ან მაშინ ალტერნატიულ ვარიანტზე მოუწევს გადართვა, რადგან მოთამაშეების ჩართვაზე კერნაველე თითქოს და უარობს, რადგან ჰორიზონტზე არსენალია რომელიც თანახმაა პირდაპირ ინვესტირებაზე.
დანიელე რუგანი კონტინასაზე დაბრუნდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა დიდხანს გაჩერდეს.
იტალიელი ცენტრალური მცველით ლაციო და ბეტისი ინტერესდებიან, თუმცა ესპანელები უკეთეს პირობებს თავაზობენ და თავად მოთამაშესაც ეს ვარიანტი უფრო მოწონს.
თუ მოლაპარაკებები წარმატებით განვითარდება, მაშინ არაა გამორიცხული გარიგება 6 მილიონის რადიუსში დაიხუროს.
მიმდინარე კვირას გაიმართება პაულო დიბალასთან მორიგი რაუნდი მოლაპარაკებების, რომელიც კონტრაქტს ეხება. არგენტინელს მატეის დე ლიხტის ანაზღაურება სურს, რომელიც 12 მილიონს ღებულობს. ტურინელები 10-ზე არიან თანახმანი, მაგრამ განსხვავება მხარეებს შორის მცირეა და წესით ყველაფერი მალე დასრულდება.
როგორც ჩანს მატია პერინი იუვეში დარჩება, რადგან ჯენოა ახლოს არის სალვატორე სირიგუს გაფორმებასთან. ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება და წესით უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურ მხარეს მიიღებს. გენუელების გააქტიურება იუვეს უარმა გამოიწვია, რომელმაც არ ისურვა პერინის დათმობა.
და ბოლოს ფედერიკო კიეზა. იუვენტუსისთვის იტალიელი შემტევი ხელშეუხებელია, თუმცა სხვადასხვა აპენინური წყაროების მტკიცებით ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობები თითქოს მის სანაცვლოდ ჩელსი 100 მილიონს იხდის, სრული აბსურდია. ბიანკონერის ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადება ფედერიკოსთან დაკავშირებით ერთი მიიღო და მისი ინიციატორი ბუნდესლიგის ჩემპიონია.
იუვემ მოისმინა ბაიერნის წინადადება, მაგრამ თავაზიანი უარით კარები ცხვირწინ დაუხურა. კიეზა არ იყიდება და რადგან სხვა ყველაფერთან ერთად მაქს ალეგრი მასსზე დიდ იმედს ამყარებს.
დელიხტის 12 მილიონი არ აქვს, 7 მილიონი აქვს ხელფასი თუ არ ვცდები. დიბალასთვის 12 მილიონი კარგი ხელფასია.
ნახევარდაცვაზეა მისახედი. ისე დონარუმა როგორ გამაზეს ტიპებმა. სანდროსთვის ერთი დუბლიორი გვჭირდება ან მისი ჩანაცვლება საერთოდ. ნახევარდაცვაში ლოკატელი კარგია, კიდევ პოგბა და ისკო დაგვხატავდა
12 აქვს
https://salarysport.com/football/player/matthijs-de-ligt/
ნახევარი ზაფხული გავიდა ჯერ კიდევ ვერავინ დაიმატეს რა უნდა ელაპარაკო ამათ! ევრო 2020 არაფერ შუაშია ტიპები იმენა არ ჩქარობენ და რა თქმა უნდა ტრადიციულად მოუმზადებლები შევხვდებით ახალ სეზონს. ეგ კი არა ამახანაგურებიც არ აქვთ დაგეგმილი თუ არ ვცდები.
დიბალაზე რო წერია 12 მილიონს ითხოვს,იუვე 10-ზეა თანახმა და განსხვავება ძალიან მცირეა და შეთანხმდებიანო:))) 2 მილიონი რანაირად არის მცირე ეგ ვერ გავიგე :X
კიეზას გაყიდვა გამორიცხულია. რონალდო-კიეზა-დიბალა-მორატა-კულუშევსკი შეტევაში მეტი რა უნდა გინდოდეს. ნახევარდაცვას მიხედონ მთავარი ეგაა, რაც ის ოთხეული დაშალეს მაგის მერე ვეღარ დალაგდა მანდ ამბები. ლოკატელი კარგია, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეგაა საკითხავი. მარა სადაც ალეგრია არ არის გამორიცხული არტური-ლოკატელი-რაბიოთიც ჩააბეტონოს შუა ხაზი