ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სკონცერტი:”აი რატომ ჭირდება ლოკატელი იუვენტუსს”

Calciomercato -სთან საუბრისას მარიო სკონცერტიმ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა მანუელ ლოკატელისთან მიმართებაში:

“ლოკატელის ასე ძლიერ დამატება იუვეს იმიტომ კი არ სურს, რომ ნახევარდაცვა გამოასწოროს, არამედ თამაშის სტილი შეცვალოს. 

მანუელი ძალიან კარგი მეცალაა, მაგრამ არა რეჯისტა.. დიახ, შეუძლია გამთამაშებლად დადგომა, მაგრამ საბოლოო ჯამში საუბარი კარგ შუახაზელზე გვაქვს. იგი იდეალურად გრძნობს თავს ორ ნახევარმცველიან სქემაში, რადგან იცის თამაშის ორგანიზება და ცარიელი სივრცეების შევსება. თუმცა, მასთან ახლოს ასევე სტაბილური და კარგი პარტნიორი დაახლოებით 10-20 მეტრში უნდა იმყოფებოდეს.

მას ორ შუახაზელს შორის რეჯისტაზე არ გავამწესებდი.. დიახ, შეუძლია მაგრამ ეს მისი იდეალური თვისებები არასდროს ყოფილა. 4-3-3 მოდულში რაბიოსთან და ბენტანკურთან ერთად არ იმუშავებს.. თუმცა, იგივე სახელებით 4-2-3-1-ში სისტემა სათანადოდ დაიწყებს ფუნქციონირებს.. 

თუმცა, ამ მოდულში დეიან კულუსევსკი თუ ქვემოთ დაიწევს ხოლმე, იუვე გაცილებით მეტ სარგებელს ნახავს. რატომ კულუსევსკი? ალეგრის ძალიან მოწონს.. იგივე საქმის გაკეთება რაბიოსაც შეუძლია, მაგრამ შვედი შეტევაზე მეტად ორიენტირებული და ძალზედ ტექნიკურია.

ერთი სიტყვით ჩემთვის მისი იდეალური პარტნიორი როდრიგო ბენტანკური არის. ფლანგებზე კუადრადო და სანდრო სათანადო სიღრმეს შექმნიან. ასეთ შემთხვევაში კულუსევსკი ფლანგს მოწყდება და ცენტრში შეიწევს, სადაც თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x