ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე სანტოსის შემტევის დამატებას გეგმავს

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე აპენინურ მედიაში ვრცელდება ცნობები სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ხორხესთან დაკავშირებით.

ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდია და ყველაფერთან ერთად 19 წლის შემტევი სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

დღეისათვის სანტოსთან მოლაპარაკებებს ბენფიკა აწარმოებს, რომელიც მზად არის 10 მილიონი ევრო გაიღოს, მაშინ როდესაც კაიოს თვალი იტალიისკენ უჭირავს.

აპენინებზე მისით მილანი და იუვენტუსი ინტერესდება. დღეს გახდა ცნობილი, ტურინმა სანტოს ოფიციალურად მიმართა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

19 წლის მოთამაშეს კონტრაქტი 6 თვეში მთავრდება და იუვე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მილიონის გადახდას თუ დათანხმდება.

უახლოეს პერიოდში ამ თემასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.

თავად კაიო ხორხეს ანგარიშზე ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 6 გოლია. იანვარში თავდამსხმელს 20 წელი შეუსრულდება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x