ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაოლო კოელიო:”ჟორჟი რონალდუს გვერდით პროგრესირებას გააგრძელებს”

კაიო ჟორჟი იუვენტუსის ფეხბურთელი სულ მალე ოფიციალურად გახდება. მანამდე კი გთავაზობთ GloboEsporte-ს ჟურნალისტის პაულო ვინისიუს კოელიოს მოსაზრებას ახალგაზრდა შემტევთან დაკავშირებით:

“ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ ტექნიკურ მოთამაშეზე, რომელსაც შესანიშნავი სისწრაფე აქვს. იგი ჯერ არ არის ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული, მაგრამ ევროპაში და მითუმეტეს კრიშტიანო რონალდუს მხარდამხარ ამ მონაცემებსაც დახვეწავს.

სანტოსი? ეს მათთვის ტიპიური ისტორიაა და ბუნებრივია ჟორჟის შეცვლა იოლი არ იქნება, თუმცა იუვენტუსისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სანტოსმა მაქსიმალური მიიღო. 

ვის შევადარებდი? თაობებს შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ასე  პირდაპირ ვინმეს დასახელება რთულია. თუმცა, დღევანდელი მოცემულობით ალბათ უფრო ანდრეს – რომელიც თავის დროს სანტოსში ირჯებოდა, მაგრამ კიევის დინამოში კარიერა ვერ აეწყო.

თუ კაიო მულხჩაუხრელად იშრომებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს თვალწინ დიდი ფორვარდი გაიზრდება.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ტურინში მას მაქს ალეგრი დახვდება, რომლის ხელმძღვანელობითაც პაულო დიბალამ საოცარი პროგრესი განახორციელა.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x