ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კარესა:”იუვე წინ არის, მაგრამ..”

მაქს ალეგრი

sky sport -ის პოპულარული ჟურნალისტი ფაბიო კარესა იუვენტუსის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება:

“ვერაფრით ამიხსნია, რის გამო მოხდა ჯერ მაურისიო სარის დანიშვნა, ხოლო შემდეგ ანდრეა პირლოსთვის შანსის მიცემა.

დღეისათვის იუვენტუსს ძალზედ კონკურენტუნარიანი გუნდი ყავს, რომლითაც იტალიაში აშკარად ყველასგან შორს დგას, თუმცა ნახევარდაცვას აშკარად ესაჭიროება გაძლიერება.. ამ მხრივ ბიანკონერის მენეჯერებს მუშაობა მართებთ.

მაქს ალეგრიმ ზუსტად იცის დღევანდელ გუნდს რაც ესაჭიროება.. ზუსტად იცოდა თუ როგორ სტილში უნდა წარემართა დღევანდელ კონტიგენტს თამაში.. ამიტომაც არის იგი წარმატებული სპეციალისტი.. მას შეუძლია სიტუაციასთან ადაპტაცია და გარემოებიდან გამომდინარე არსებული რესურსით საუკეთესო შედეგის ჩვენება.

თუმცა, წლევანდელ სეზონში იმავეს გამეორება რაც მან უკვე აჩვენა, საკმაოდ რთული იქნება.. ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა მწვრთნელს არ უნდა გადააბარონ და საწვრთნელი სესიის დროს მუხლჩაუხრელად იშრომონ, ხოლო თამაშებში ის მენტალიტეტი და შეუპოვრობა გამოავლინონ, რასაც მათგან მწვრთნელი ითხოვს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x