ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”ჩემს ხელში კარგი გუნდი იმყოფება”

სერია ა-ს დაწყებამდე ერთი კვირა დარჩა და იუვენტუსმა ბოლო ტესტ მატჩი გამართა, რომელშიც ატალანტას შინაურ არენაზე უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ სქაი სპორტი მაქს ალეგრის ესაუბრა:

კრიშტიანო რონალდუსთვის თავიდანვე ვფიქრობდი, რომ მოედანზე 60 წუთს მივცემდი, მაგრამ რამდენადაც მახსოვს პორტუგალიელმა 65 წუთი გაატარა. გარკვეულ ეპიზოდებში ჭკვიანურად მოქმედებდა, პირველ გოლზე კარგად კომბინირებდა და ერთი სიტყვით კარგ ფორმაში იმყოფება. 

გუნდის მხრიდან მომეწონა ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ვართ მზად ერთმანეთისთვის მსხვერპლი გავიღოთ. სწორედ ასე შევცვლით სამყაროს უკეთესობისკენ და ამ ყოველივეს ალტერნატივა არ გააჩნია. იუვენტუსი ვალდებულია სკუდეტოსთვის იბრძოლოს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნაბიჯი ჯგუფიდან გასვლა იქნება.

პსჟ და მისი ვარსკვლავური შემადგენლობა? ჩელსის შარშანდელ სეზონში ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. უნდა გავითავისოთ, რომ ლიგა სპეციფიკური გათამაშებაა, რომელიც ეპიზოდებისგან შედგება.. შესაბამისად მისი გრძელ ვადიან დისტანციაზე დაგეგმვა სრული უგუნურობაა.. ჯერ ჯგუფური და შემდეგ ერთად შევხედავთ მოვლენების განვითარებას.

პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი? მე თითოეულს თამაშს ვაკვირდები და მათი მოქმედებებით კმაყოფილი ვარ. გუნდს აქვს ხარისხი.. ჩემს რიგებში ძალიან კარგი მოთამაშეები ირიცხებიან, რომლებმაც პირველ რიგში გუნდის ფილოსოფია უნდა გაითავისონ და სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ თითოეულისგან მაქსიმუმის მიღებას. 

აარონ რემზი არის ფეხბურთელი რომელზეც ფსონს ვაკეთებ! მე მისი იმედი მაქვს და ვთვლი, რომ უელსელს დაცვის წინ დიდი მომავალი აქვს. 

დიბალა და კონტრაქტი? ამ საკითხზე კლუბი ზრუნავს, თუმცა თავად ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაგვანახა როგორი დიდი ენთუზიაზმი აქვს.. მას თამაში და წარმატება წყურია ეს კი იუვენტუსის მიზნებს ჰაერივით ესაჭიროება.

ახლა ერთი კვირა გვაქვს, რათა უდინეზესთვის მოვემზადოთ. ფრიულის ბინადრებს სტანდარტულად კერკეტი გუნდი ყავთ და ეს იოლი მატჩი არ იქნება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x