ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მედჰი ბენატია:”ლოკატელი იუვეს რაღაც უფრო მეტს შემატებს”

იუვენტუსის ყოფილი მოთამაშე მედჰი ბენატია მანუელ ლოკატელის ტრანსფერს აფასებს და ასევე მოახლოებულ სეზონზე საუბრობს:

“ლოკატელი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც დღევანდელ ნახევარდაცვას რაღაც უფრო დიდს მიცემს. ფაქტია, როგორც იუვენტუსის გულშემატკივარი მკაფიოდ ვხედავდე როგორ უჭირდა გუნდს სწორედ შუახაზში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ცენტრალურ ზონაში განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან შეკრებილები, უშუალოდ თამაშის ხარისხის კუთხით სასურველი შედეგის მიღწევა ვერ ხერხდებოდა.

მირალემ პიანიჩი ასევე გააძლიერებდა ალეგრის კრებულს.. მისი დონის გამოცდილების მქონე ფეხბურთელი გამორიცხულია ვინმეს არ გამოადგეს. 

შემტევი ტრიო? კრიშტიანო რონალდუზე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ საჭირო მოტივაცია გააჩნია რისი დამსახურებითაც ტურინში გოლების გატანას და პროდუქტიულ ქმედებებს კვლავ გააგრძელებს.

პაულო დიბალაზეც ბევრი ითქვა.. არგენტინელი საოცარი ნიჭის პატრონია და თუ მწვრთნელის დღევანდელ მიდგომას შევხედავთ, იგი მოახლოებულ სეზონში პროექტის ცენტრალურ ზონაში განთავსდება და ვფიქრობ სწორედ ეს იქნება მისი კარიერის გარდამტეხი მომენტი. დიბალას ყველაფერი აქვს, რათა ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და იუვეს სასურველი მიზანი რეალობად უქციოს!

ფედერიკო კიეზა? ევროპის ჩემპიონატზე თავი საუკეთესო კუთხით წარმოგვიჩინა.. ვფიქრობ ტურინს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან არავისზე ნაკლებად მრისხანე შემტევი ხაზი ეყოლება, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერს დიდ პრობლემას შეუქმნის.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x