უესტონ მაკენის თაობაზე ახალი ცნობები გავრცელდა

უესტონ მაკენის თაობაზე სიახლე ჯერ კიდევ დილით შემოგთავაზეთ და უკვე რამდენიმე საათში ამერიკელთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები ჩნდება.
ფეხბურთელი შესაძლოა მართლაც გადავიდეს სხვა კლუბში, რადგან არსებული ნახევარმცველებიდან სწორედ მასსზე არის ახლა მოთხოვნა ტურინელთა რიგებიდან.
ბიანკონერი უესტონს 30 მილიონად აფასებს და თუ იტალიურ წყაროებს დავუჯერებთ, კლუბებისთვის ეს რაიმე დიდ წინაღობას არ წარმოადგენს.
ჰორიზონტზე ორი ინგლისური და ერთი გერმანული გრანდი გამოჩნდა. ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი ბაიერნი მაკენის დამატების წინააღმდეგი არ არის და იუვენტუსთან არსებული კარგი ურთიერთობის გამოყენებას ეცდება.
რაც შეეხება ნისლიან ალბიონს – ევერტონი და ტოტენჰემი საქმეში ჩართვას გეგმავენ. ამერიკელი თავის დროზე იუვეში სწორედ ფაბიო პარატიჩიმ მოიყვანა და ბუნებრივია მას კარგად მოეხსენება მისი შესაძლებლობები.
იმ შემთხვევაში თუ მაკენი მართლაც დატოვებს შავ-თეთრებს, მაშინ ფედერიკო კერუბინი მირალემ პიანიჩს გაიფორმებს.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
31 წლის არის პიანიჩი რატოა ბებერი. მერე ალეგრის ჭირდება ბურთის დამჭერი, გამნაწილებელი მოთამაშე რასაც პიანიჩი უკეთებდა და ახლაც გაუკეთებს. რახან მაკკენი ამაზე ახალგაზრდაა ამიტო დაიკიდოს და ეგ ყავდეს გუნდში ? ახალგაზრდაა მთელი ნახევარდაცვა რაბიო-ბენტანკური-არტური-ლოკატელი… პირიქით გამოცდილი მოთამაშე ჭირდებათ ამ ბიჭებს გვერდით. შესაძლებლობებიდან გამომდინარე სულაც არ არი ცუდი ვარიანტი მაგის იუვეში დაბრუნება.
ამის გაშვება არ შეიძლება. ტრანსფერებზე რატო არ აქტიურობენ კიდე ვერ ვხვდები! კიდევ 1 ტრანსფერია საჭირო.
ამათ შიგა ხომ არ აქვთ, მაკენის უშვებენ და ბებერი პიანიჩი მოყავთ?