ფეხბურთელების შეფასებები

La Stampa -მ ტრადიციულად მატჩის შემდეგ შეფასებები შემოგვთავაზა, რომელსაც უცვლელი სახით ვაქვეყნებთ:
შესნი – 4 – პირველ ეპიზოდში ბურთის დაფიქსირება ვერ შეძლო და მსაჯმა სამართლიანი 11-იანი დანიშნა. ამის შემდეგაც ანალოგიურ პრობლემებს განიცდიდა.. ბოლოს კი საერთოდ ხარაკირი ჩაიტარა და მეტოქეს ქულის აღების საშუალება მისცა.
დანილო – 6 – დაცვაში უშეცდომოა, მაგრამ წინ გუნდს ვერაფრით ვერ დაეხმარა.
დე ლიხტი – 6 – არ იმყოფება იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში და ეს პირველივე წუთებიდან მკაფიოდ ჩანდა.
ბონუჩი – 6 – რამდენიმე რთულ სიტუაციაში საიმედოდ მოქმედებს.. მატჩის ბოლოს ინარჩუნებს სახეს იმ ქაოსში რაც მინდორზე ხდებოდა.
ალექს სანდრო – 6 – გაცილებით აქტიურია შემტევ ფაზაში ვიდრე დანილო.
ბერნარდესკი – 6.5 – კარგი მატჩი ჩაატარა. პოულობდა სივრცეს და კარგად იყენებდა. ამასთანავე დაცვაშიც საიმედოდ მოქმედებდა და ზედმიწევნით ასრულებდა მწვრთნელის მითითებას.
კიელინი – 60 წუთიდან – 5 – პრობლემებს განიცდიდა დეულოფეოსთან ორთაბრძოლებში.
რემზი – 6 – ალეგრი ახალი რეჟისორით კმაყოფილი დარჩა. თუმცა უელსელს რაიმე ზედმეტი არ გაუკეთებია.. ზუსტად შეასრულა საშინაო დავალება – არც მეტი არც ნაკლები.
კულუსევსკი – 5 – 60 წუთიდან – ვერაფერი სახეირო იმ 30 წუთში რაც მას ალეგრიმ დაუთმო.
ბენტანკური – 6.5 – მატჩს იწყებს საოცარი გადაცემით რითაც დიბალა გოლს იტანს. მეორე ტაიმში გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. მეცალასთვის დამახასიათებელი კარგი ხასიათი გამოავლინა.
კუადრადო – 7.5 – იწყებს წინ და იტანს გოლს.. როცა დაჭირდა სიტუაციას მცველად იწევს და აქაც საიმედოა.
კიეზა – 73 წუთი – მატჩის უკანასკნელ წუთზე საგოლე გადაცემას აკეთებს, რონალდუზე რომლის გოლი მსაჯმა გააუქმა.
მორატა – 5.5. – რთული მატჩი ესპანელის შესრულებით.. გუნდზე ბევრი იშრომა, მაგრამ მომენტის შექმნა უჭირდა.. როცა შეექმნა იდეალური პოზიციიდან ვერ გაიტანა და ძელს მოარტყა.
რონალდუ – 6 – 60 წუთიდან – გამოვიდა, იბრძოლა და გაიტანა.. თუმცა მილიმეტრების გამო გააუქმეს..
დიბალა – 8 – მოქმედებს ნამდვილი კაპიტანით – გოლი, გადაცემები, ცრუ მოძრაობები, დარტყმები! ადასტურებს საკუთარ სტატუს და სურვილს, რომ გახდეს რეალურად დიდი!
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1