ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუმ იუვეს დატოვება გადაწყვიტა – მენდეში ტურინშია

ჟორჟ მენდეში ტურინში იმყოფება, რამაც ახალი სათავე დაუდო მოლაპარაკებებს მანჩესტერ სიტისა და კრიშტიანო რონალდუს შორის.

ინგლისელებმა საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი ჰარი კეინის დამატებაზე და ახლა მთლიანად გადაერთვნენ პორტუგალიელის ტრანსფერზე.

თუმცა, პრემიერ ლიგის ბინადრებმა ჯერ ტურინს ოფიციალური წინადადებით არ მიმართეს, რისი მიზეზიც ფინანსური ასპექტებია.. პეპს კრიშტიანოს დამატება 0 ევროდ სურს, რასაც იტალიური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამიტომაც გაჩნდა ბარტერის ვარიანტი.. იუვეს გაბრიელ ჟესუსის საკუთარ რიგებში ხილვა სურს და მზადყოფნას გამოთქვამს ბრაზილიელის სანაცვლოდ რონალდუ დათმოს.

მენდეში ხელმძღვანელობასთან კონსულტაციას გადის და პროცესი გარკვეულწილად უკვე გაშვებულია.. აქ ახლა სიტის ნებაზეა ბევრი რამ დამოკიდებული..

თავად კრიშტიანოს ინგლისელებმა 2 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 15 მილიონი შეთავაზეს.

სხვადასხვა იტალიური წყაროს მტკიცებით ბიანკონერის 7 ნომერს კლუბის დატოვება და კარიერის ინგლისში გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დეკოიდდ
დეკოიდდ
3 years ago

როგორც იქნა. არ ეწყობა იუვეს ეს კაცი. გუნდისთვისაც უკეთესია და თავისთვისაც.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x