იტალიური მედია:”კინი და კიდევ ერთი ფორვარდი..”

ტუტოსპორტის მტკიცებით კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ იუვენტუსმა მყისიერი ნაბიჯი გადადგა და ტურინში მოიზე კინს აბრუნებს.
კლუბებმა ერთმანეთში შეთანხმებას მალევე მიაღწიეს და 2000 წელს დაბადებული იტალიელი ბიანკონერს უახლოეს პერიოდში ეწვევა.
თუმცა, ტურინელთა სატრანსფერო საგა ამით არ დასრულდება და ფედერიკო კერუბინი მაურო იკარდის დამატებას კიდევ ერთხელ ეცდება.
არგენტინელის გარდა არ უნდა დავივიწყოთ ჯაკომო რასპადორის, ჯანლუკა სკამაკას და ანდრეა ბელოტის ვარიანტები..
რატომ ორი ფორვარდი? მიზეზი მარტივია.. მაქს ალეგრის თავდასხმის ხაზიდან მხოლოდ პაულო დიბალას და ალვარო მორატას იმედი აქვს.. კაიო ჟორჟი ტრავმირებულია და ჯერჯერობით კლუბს ვერ დაეხმარება.. სამედიცინო შტაბი ბრაზილიელის დაბრუნებას ერთ თვეში ვარაუდობს..
აქედან გამომდინარე იტალიელ სპეციალისტს თავის დაზღვევის მიზნით რონალდუს ნაცვლად ორი ფორვარდის მოყვანა სურს..
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1