ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ ტურინს დაემშვიდობა, კლუბი ძიებას შეუდგა

კრიშტიანო რონალდუს საგა დასასრულს მიუახლოვდა. პორტუგალიელმა ფორვარდმა კონტინასას ბაზა დატოვა და თუ სქაი სპორტს დავუჯერებთ მისი კარიერა იტალიის ფარგლებს გარეთ და კერძოდ მანჩესტერში გაგრძელდება.

იუვენტუსი თავის მხრივ ფორვარდის მოძიებით არის დაკავებული და მედიაში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.

ყველაზე აქტიურად მოიზე კინის გვარი გვხდება.. ევერტონში მყოფი იტალიელი ტურინული სკოლის აღზრდილია და მაქს ალეგრის მხრიდან სათანადო ნდობით სარგებლობს.

კინის გარდა მედიაში გვხვდება ანდრეა ბელოტი, დუშან ვლაჰოვიჩი რომელიც ალეგრის მთავარი სურვილია და ჯანლუკა სკამაკა..

ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს მტკიცება რთულია.. თუმცა, შეხვედრაში მინო რაიოლასთან მოიზეს თაობაზე შედგა და ეს ვარიანტი ყველაზე რეალურად გამოიყურება. თავად იტალიელსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს ტურინში დაბრუნდეს და ადგილობრივ პუბლიკას საკუთარი საჭიროება დაუმტკიცოს.

გაძეტას მტკიცებით შემდეგი გვარებიდან ვერცერთი ვერ შეძლებს იუვენტუსის მაისურის მორგებას: ვერნერი, ობამეიანგი, ლაკაზეტი, იოვიჩი და გრიზმანი. მიზეზეად სახელდება კონტრაქტების საფასური და ასაკი.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

არის ასრულდა ოცნება!!როგორც იქნა დაახვევინეს ამ ეგოსტ მტირალას!!გუნდი გუნდს დაემსგავსება და ყველა ერთ კაცზე მაიც აღარ ითამაშებენ!!ალეგრის ყველაზე მეტად მაგიტომ გამიხარდა!ეგ იყო რონალდოს წინააღმდეგი და ვიცოდი რო გააჯ…ბდა

ვახო
ვახო
3 years ago

ალეგრის სხვა სისტემა აქვს, იმას კიდე რონალდო არ მოერგება. როულ ფლეიერი რონალდო არც არის საინტერესო ვარიანტი სიმართლე რომ ვთქვათ, მაგრამ გუარდიოლამაც არამგონია ისეთივე თავისუფლება მისცეს როგორიც რეალში ჰქონდა.
ჩვენთან დიბალა ხდება მთავარი ავტორიტეტი შეტევაში, იქვეა კიეზა, მორატა, კულუშევსკი, ჟორჟი. კუადრადო-ბერნარდესკიც თუ საქმეს დაჭირდა.
დანილო დააფასეთ, ძაან დასტოინია სადაც არ უნდა დააყენო (საკუთარ ნახევარზე).
ერთ შემტევს კიდე დაამატებენ, იმედია კარგს. დანარჩენად მე ეს გუნდი მომწონს (ნახევარდაცვას გამოცდილება აკლია, მაგრამ ცუდიც არ არის, შარშანდელს აჯობებს და პერსპექტივაც უზომოდ დიდია).
მოკლედ ალეგრის რესურსი ექნება, დალშე ფინალებს ველოდებით ისევ :დ ForzaJuve!!!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x