ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport:”რონალდუ მანჩესტერში დაბრუნებასთან ახლოს არის”

Sky Sport -ის მტკიცებით კრიშტიანო რონალდუ რომლის თვითმფრინავი ამ წუთებში ლისაბონში დაჯდა, ერთ ნაბიჯშია მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებასთან.

სიტი გარკვეული ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ შემდგომ საქმიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან არ სურდა პორტუგალიელის სანაცვლოდ 25 მილიონის გადახდა და თან სანამ გაიფორმებდა, რომელიმე მოთამაშე უნდა გაესხვისებინა და ვადებიდან გამომდინარე არ ისურვა ამ სვლების განხორციელება.

იუნაიტედი პირიქით, რამდენიმე საათია გააქტიურდა რონალდუს დაბრუნებას დიდი ენთუაზმით ხვდება. წითელი ეშმაკები ფორვარდს 2 წლიან კონტრაქტს თავაზობენ და ანაზღაურებას სეზონში 15-17 მილიონს.

იუვენტუსი თავის მხრივ რონალდუს სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.

რომეო აგრესტის მტკიცებით იუნაიტედმა იუვეს 28 მილიონი შეთავაზა და გარიგება მალე დაიხურება.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x