ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოლაპარაკებები კლუბებს შორის წარმატებით ვითარდება

მოლაპარაკებები კლუბებს შორის წარმატებით ვითარდება

მოიზე კინი

მოიზე კინთან დაკავშირებით კალჩომერკატო ახალ ცნობებს გვიზიარებს.

დილიდან განახლდა მოლაპარაკებები ევერტონსა და ტურინულ მხარეს შორის, რომლებმაც პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს ფორვარდთან დაკავშირებით.

იტალიელები მოიზეს 2 წლიანი არენდით აიყვანენ, ხოლო შემდეგ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საბოლოოდ გამოისყიდიან. თუმცა, ეს პუნქტი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებენ.

მომავალი კვირის დასაწყისში მოიზეს ტურინში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან. წესით და რიგით საქმე ოფიციალურ სახეს უახლოეს ხანებში მიიღებს.

იტალიური მედიის მტკიცებით მოიზეს დამატება ბიანკონერის მხრიდან კიდევ ერთ ტრანსფერს არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობი რჩება ხელმძღვანელობა აქცენტს რომელ რგოლზე გააკეთებს. დღეისათვის ყველაზე მეტად ისევ ფორვარდზე მიდის საუბარი და კერძოდ ჯანლუკა სკამაკაზე..

 

პ.ს. უკანასკნელ წუთებში ფაბრიციო რომანომ და რომეო აგრესტიმ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს. შესაბამისად, მოიზეს ტურინში დღესვე ელოდებიან, ხოლო ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მხარეები ორ წლიან არენდას გააფორმებენ, რის შემდეგაც იუვეს საბოლოოდ მოუწევს კინის გამოსყიდვა. 


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

2 thoughts on “მოლაპარაკებები კლუბებს შორის წარმატებით ვითარდება

  1. ძალიან მაგრად შეეწყობა გუნდს და ესეთ კრიზისში ძაან წაადგება გუნდს.. დარწმუნებული ვარ მსოფლიოზე იტალიის ნ1 9 ნომერი კინი იქნება და არა ბელოტი ან იმობილე!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.