ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო აურზაური

მაურო იკარდი

იუვენტუსი ემპოლისთან მატჩისთვის ემზადება, თუმცა მანამ სანამ საორიენტაციო შემადგენლობას გაგიზიარებდეთ, უმჯობესია ამ პოსტში სატრანსფერო საკითხები მიმოვიხილოთ.

ტურინელები ფინანსური გადატვირთვის ეტაპზე არიან და ბუნებრივია, რა სვლაც არ უნდა გააკეთონ, როდესაც საქმე შეძენას ეხება საკმაოდ ფრთხილობენ.

ასეა მოიზე კინის შემთხვევაშიც, რომლის იუვეში დაბრუნებას იტალიური მხარე დადებითად აფასებს.. მაქს ალეგრიმაც მოუწონა ხელმძღვანელობას ეს ვარიანტი, რის შემდეგაც კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

ბიანკონერი კინს 27 მილიონად აფასებს, მაშინ როდესაც ბრიტანელები 40 მილიონს ითხოვენ.. პრემიერ ლიგის ბინადრები მზადყოფნას აცხადებენ მისი არენდით გასხვისებაზე, მაგრამ გამოსასყიდი პუნქტი აუცილებელ ხასიათს უნდა ატარებდეს, რაზეც აპენინელები უარს აცხადებენ.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე ეს მოლაპარაკებები შეყოვნდა და ჯერჯერობით უცნობია რა ფორმატში გაგრძელდება. მინო რაიოლა პროცესში აქტიურად არის ჩართული და თუ ევერტონმა მოთხოვნებიც დაწია და აუცილებელი გამოსყიდვაც დაივიწყა, მაშინ საქმე მალევე მოგვარდება.

პარალელურად ჟორჟ მენდეში ვულვზთან და იუვესთან ერთად სხვა “ოპერაციაზეც” მუშაობს, რომელიც ბარტერს გულისხმობს. კერძოდ, აარონ რემზი კარიერას ნისლიან ალბიონზე გააგრძელებდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით რუბენ ნევეში გაემგზავრებოდა. ტრანსფერი იქნებოდა პირდაპირი და არცერთ მხარეს არ მოუწევდა თანხების გაღება. თუმცა. აღნიშნული წინადადება რემზის გამო დაიბლოკა..

ბორუსია დორტმუნდი მზად არის აქსელ ვიტსელს შეელიოს.. სულ რაღაც 3-4 მილიონი და ბელგიელი სერია ა-ში გადაბარგდება, მაგრამ იტალიელებს ამ ვარიანტზე დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავთ.

მაურო იკარდიზე ბევრი იწერება.. ტურინელები გააქტიურებას გეგმავენ, მაგრამ არგენტინელის დამატება ასეთი იოლი არ იქნება.. პსჟ უახლოეს საათებში შესაძლოა კილიან მბაპემ დატოვოს, რომელიც იკარდის გუნდიდან წასვლას საბოლოოდ დაბლოკავს. დრო ცოტაა და ბიანკონერის გადაწყვეტილების მისაღებად აჩქარება მართებს.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

1 ტრანსფერი გვინდა სასწრაფოდ! სანამ ესენი გადაწყვეტენ რა თანხა გადაიხადონ ფეხბურთელში ბოლოს არანაირი ვარიანტი აღარ დაგვრჩება და დავრჩებით ეგრე.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x