ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ემპოლისთან გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც ბიანკონერის მარცხით 0-1 დასრულდა..

შესნი – 6 – უდინეზესთან გამართული კოშმარი წარსულში დარჩა. ამ შეხვედრაში პოლონელი თავდაჯერებული იყო და რიგ ეპიზოდებში კარგად გამოიყურებოდა. გოლის ეპიზოდში ვერაფერს მოიმოქმედებდა.

კუადრადო – 5.5 – კი მიიწევდა წინ და ქმნიდა სივრცეებს, მაგრამ მეტოქეც კარგად ეთამაშებოდა და კოლუმბიელი პრობლემებს განიცდიდა.

ბონუჩი – 6 – მის ზონაში მეტოქეს არაფერი გამოსდიოდა. ცდილობდა თანაგუნდელებისთვის თავდაჯერებულობის შემატებას.

დე ლიხტი – 6 – ანალოგიურად როგორც მისი პარტნიორი.. თუმცა, დაცვაში მაინც ქაოსია და ამ მხრივ სამუშაო ბევრია.

ალექს სანდრო – 5.5 – ბურთის კონტროლზე გაკეთებული თამაში, მისგანაც მოითხოვს ჩართულობას. ბევრს ცდილობდა კომბინაციურ თამაში მონაწილეობის მიღებას.. რაღაც გამოსდიოდა, რაღაც ნაკლებად.

ბენტანკური – 5.5 – ცდილობდა დანილოსთვის დახმარების გაწევას.. სხვა მხრივ ბევრი უზუსტობა ქონდა, რომლის გამოსასწორებლად თავად მიდიოდა და ამ მისვლაში ენერგიას უაზროდ ხარჯავდა.

ლოკატელი – 6 – 66′ წუთიდან – 30 წუთი ქონდა და გამოყოფილ დროში თავი არ შეურცხვენია. უკვე გამოჩნდა მისი იდეები და საჯარიმოში ჩართვები.

დანილო – 5 – შევთანხმდეთ, რომ მისგან რეჯისტა რთული საკითხია.. მაგრამ თავგანწირვის და დაუღალავი გადაადგილებებისთვის მინიმუმ ნახევარ ქულას იმსახურებს.

რაბიო – 4.5 – ტრადიციულად აკლია ის აგრესია, რაც მისი გაბარიტების მქონე მოთამაშეს უნდა გააჩნდეს. საკუთარ ნახევარზე მოქმედებებისას, რამოდენიმეჯერ არასწორად წაიკითხა სცენარი, რის გამოც გუნდს პრობლემები შეუქმნა.

ბერნარდესკი – 5.5 – 55 წუთიდან – ახლა მას მეტი თავდაჯერებულობა აქვს და დროა გუნდს მძიმე სიტუაციაში მაქსიმალურად დაეხმაროს.

მაკენი – 5 – ნახევარმცველი რომელმაც იცის როგორ ჩაერთოს შეტევაში, მაგრამ ამით ის არ ხდება შემტევი ტიპის შუახაზელი.. მსგავსი პოზიციისთვის მეტი თვისებებია საჭირო. ის რომ მოედანი ნაადრევად დატოვა მარტო მისი ბრალი არ არის.. უბრალოდ მეტი იყო საჭირო.

მორატა – 4.5 – 46 წუთიდან – შეფასების ქულიდან თავადვე მიხვდებით რა შედეგი მოიტანა.

დიბალა – 6 – ბევრი იბრძოლა.. საწყის წუთებში მისი ყურება ცალკე სიამოვნებად ღირდა.. რაც დრო გადიოდა გუნდი ნერვიულობას უმატებდა, ხოლო კაპიტანი სიტუაციის დამშვიდებას ცდილობდა.. სიღრმეშიც ჩამოიწია და ბურთს ფლანგს ხშირად უცვლიდა, თუმცა..

კიეზა – 6.5 – ეფექტურად იწყებს, მაგრამ მეკარე არ ნებდება.. მოედანზე გატარებული დროის მანძილზე არ გაჩერებულა და გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა.

კულუსევსკი  – 6 – 66 წუთიდან – კარგად შემოვიდა და ოდნავ რომ გამართლებოდა, მის რომელიმე რეიდს გოლიც მოყვებოდა.

ალეგრი – 4 – გუნდის თამაში საერთოდ არ ჩანს და მაქს დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან ორ თამაში სულ რაღაც 1 ქულა მისაღები ნამდვილად არ არის.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x