ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე მოულოდნელი გასროლისთვის ემზადება

იუვე მოულოდნელი გასროლისთვის ემზადება

კალჩომერკატო ბევრისთვის მოულოდნელ ცნობებს აქვეყნებს სატრანსფერო ბაზრიდან.

იუვენტუსი მინო რაიოლას დახმარებით კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელის დამატებასთან არის ახლოს.

საუბარი მოჰამედ იჰატარენს ეხება, რომელიც წარმოშობით მაროკოელია თუმცა ჰოლანდიური პასპორტი აქვს.

მოლარაკებები პსვ-სთან 19 წლის შუახაზელის თაობაზე პროგრესირებად სტადიაზეა და როგორც აპენინური მედია იუწყება საქმე წესით 5-6 მილიონის რადიუსში დაიხურება.

12 thoughts on “იუვე მოულოდნელი გასროლისთვის ემზადება

  1. ალეგრიმაც დააფიქსირა უკმაყოფილება, გადააგდეს. შეპირდნენ და ვერავინ მოუყვანეს. რეჯისტას ითხოვდა, თან პიანიჩზე ჩამოწია მოთხოვნა და ეგეც ვერ ქნეს. ადრე იყო თავდამსხმელების უკან მოთამაშე ტიპს ითხოვდა, არ აღირსეს, ახლა ბავშვები დაუტოვეს ნახევარდაცვაში თან ყველა თითქმის ერთნაირი სტილის და ერთი დონის. რონალდო წავიდა და კინი მოიყვანეს. გავიგეთ პანდემიაა, მაგრამ ყველა დიდმა გუნდმა გაახერხა მაინც რაღაცა და შეავსეს შემადგენლობა… ჩვენ ალეგრის იმედი თუ გვექნება რო თავის სტილში სტაბილურობას იპოვის, თორე შემადგენლობით შარშანდელ გუნდზე უკეთესი ნაღდად არ ყავს…

  2. ჯოგი ისევ ბორდშია (პარატიჩის მოშორდა ერთი მარტო)… მერამდენე ფეხბურთელია რო გაუშვეს და მერე იბრუნებენ ან/და დაბრუნებაზე ჩალიჩობენ… უპასუხისმგებლობა და უჭკუობა!

  3. ჩელსის ნახევარდაცვა: კანტე, ჟორინიო, კოვაჩიჩი, მოუნტი, ჰავერცი, საულ ნიგესი
    იუვენტუსი: რაბიო, ბენტანკური, მაკკენი, რემზი, არტური, ლოკატელი + ბერნარდესკის რეჯისტად გადაკეთებას ვჩალიჩობთ.

    ბევრი სხვა გუნდიც შეიძლება შეგვედარებინა და გვაჯობებდა, მაგრამ აქ ძაან კარგად ჩანს რა უკან ვართ. ამ ნახევარდაცვით არაფრის იმედი გქონდეთ წელს ლიგაზე ჯიგრებო. სერია ა-შიც ინტერი უფრო დაბალანსებული გუნდია. ალეგრი თუ სასწაულ სამუშაოს გაწევს და როგორღაც დაასტაბილურებს გუნდს, სხვა რაღაცებით დააბალანსებს ამ ნახევარდაცვას შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ ლიგაზე no chance :(

  4. ლოკატელი, კინი და ჟორჟი მოიყვანეს მარტო. არც ეს მოულოდნელი გასროლა გავარდა და არც დაგეგმილი ტრანსფერი გამოუვიდათ. გაუჭირდებათ ამ ცენტრით მაგრად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.