ბუფონი:”კრიშტიანოს გადაწყვეტილებაში ალოგიკური არაფერია”

ჯანლუიჯი ბუფონი
ჯანლუიჯი ბუფონი სერია ბ-ში პარმას რიგებში ფეერიულად ირჯება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასაკი მისთვის არაფერია:
“თავს და სხეულს მშვენივრად ვგრძნობ! შესაბამისად გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან ვგრძნობ როგორ ვჭირდები ჩემს თანაგუნდელებს, ტიფოზებს და ადამიანებს, რომლებისთვისაც მე მნიშვნელოვანი ვარ!
იუვენტუსს რაც შეეხება, ახალ მათ თაობათა ცვლის პროცესი აქვთ.. მთავარია რწმენა, იგივე როგორიც ახლა მაქს ალეგრის აქვს.. ფეხბურთელებს ეს აუცილებლად გადაედებათ, მაგრამ დაუყონებლივ იმ შედეგის მოთხოვნა რომ უნდა მოიგონ, არ იქნება სწორი.. ნაბიჯ ნაბიჯ ყველა მიზანი მიიღწევა.
კრიშტიანო რონალდუს გადაწყვეტილებაში ვერაფერი ალოგიკური ვერ დავინახე. მასსზე მხოლოდ მაღალი ეპითეტებით თუ შევძლებ საუბარს, რადგან პორტუგალიელი ყოველწლიურად ამტკიცებს რაოდენ დიდი პროფესიონალია! რონი მოედანზე და მის მიღმაც მუდამ 100%-ით იხარჯება.
იტალიელთა ბოლო დროინდელი შედეგები? შესაძლოა ეს იმ იღბლიანი პერიოდის ამოწურვას ემთხვევა, რომელიც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ქონდა..
ახლა საჭიროა ეიფორიიდან გამოსვლა და მუშაობის გაგრძელება.. ფორვარდების დონეს და განსაკუთრებით ჩირო იმობილეს საშემსრულებლო ოსტატობას კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დავაყენებ, რადგან ციფრები მის სიძლიერეზე ისედაც კარგად მეტყველებს.”