ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი:”სტარტი არ გამოგვივიდა, მაგრამ..”

ხვალ, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს მალმიოსთან შეხვედრით გახსნის.

გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“2015/16 წლის სეზონის გახსენება ახლა უადგილოა. ფეხბურთში ასეთი პროცესებისგან დაზღვეული არავინ არის.

სამწუხაროდ სტარტი ისეთი არ გამოგვივიდა, როგორსაც ველოდით, თუმცა ახლა დეპრესიაში ჩავარდნას აზრი არა აქვს. ვალდებულები ვართ გაორმაგებული ენერგიით ვიმუშაოთ და სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ შექმნილ ვითარებაზე.

პერიოდულად მოთამაშეები კარგ თამაშს აჩვენებენ, მაგრამ წარუმატებლობა კონკრეტული ეპიზოდების გამო ვიწვნიეთ. ვინმეს, რომ ეთქვა შესნი ამდენ შეცდომას დაუშვებდა გიჟად ჩავთვლიდი, რადგან პოლონელის საუკეთესო რამ სწორედ საიმედოობა და სტაბილურობაა. კარს ისევ შესნი დაიცავს, რადგან მას ყველაფერი აქვს რაც გუნდს ესაჭიროება.

შაბათს ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, მაგრამ არც დავივიწყოთ როგორი ნახევარდაცვით ვიასპარეზეთ.. მათ ერთად თამაში პირველად მოუწიათ და უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.

ფედერიკო კიეზა ტრავმის გამო ვერ გვეხმარება, მაგრამ ამჯერად პაულო დიბალა დაგვიბრუნდა. შეტევაში არჩევანის საშუალება გვაქვს და ამ მხრივ პოტენციალი უდაოდ არის. კინი, მორატა, კულუსევსკი. ბერნარდესკი? ნაპოლისთან სრული დატვირთვით ვათამაშეთ და ახლა მისი ჯანმრთელობით ვერ გავრისკავდით.

დეიანი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც ეს არაერთხელ ვთქვი გამოცდილება ისეთი რამ არის რაც დროს მოაქვს. 

ჩემპიონთა ლიგა? ჩვენ ფავორიტები ვიყავი, თუმცა უიღბლო მატჩებიც ბევრი მახსენდება, მაგალითად ბაიერნთან დაპირისპირება..

პრეზიდენტს ამ თემაზე ვესაუბრე და მისი თქმით პირველ რიგში საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაზე უნდა ვიზრუნოთ, რის შემდეგაც ყველაფერი რეალური ხდება. შესაძლოა ამ სეზონში ფავორიტების რანგში არ ვიმყოფებით, მაგრამ არ გეგონოთ გამარჯვების მოპოვება ვინმეზე ნაკლებად გვსურდეს.

მალმიო ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც სივრცეებს ეფექტურად უტევს. ამ მატჩში მინდორზე გამარჯვებისთვის გამოვალთ და ვეცდებით გათამაშება კარგი განწყობით დავიწყოთ, რის შემდეგაც ვიფიქრებთ შაბათის მატჩზე. 

ახლა ის დროა, როცა თითოეულმა კარგად უნდა გაათვიცნობიეროს რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია.. ახლა გუნდში განწყობა იდეალური არ არის.. ცალკეულ მოთამაშეებსაც არა აქვთ სიმშვიდე და ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ მათ მიმართ ნდობას არ დავკარგავ! ჩვენს რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ წნეხთან გამკლავება და სასურველი შედეგის მოტანა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
დიბალა
დიბალა
2 years ago

ეხლა ბუფონი უნდა იყოს გუნდში რო დაეხმაროს არეულობას და ახალგაზრდებს და პირველ რიგში შესნის… აშკარად დაეტყო ჯიჯის გარეშე ყოფნა… მე პერინის აუცილებლად მივცემდი შანსს.. ეგრევე ლიგაზე თუ არა სერია აში მაინც… იქნებ თავის დროზე რო კასილასი შემოვიდა ზამენაზე ეგეთ თამაშს ატარებს… ეგ არ ნიშნავს რო შესნის საერთოდ ჩააქიმინებს ალეგრი.. პირიქით მეტ სტიმულს მიცემს და უფრო მონდომებული გახდება.. შეიქმენება კონკურენცია.. ეგრე უნდა იყოს ნებისმიერ პოზიციაზე… იმედი მაქვს 15-16 წლების სტილში წავა სეზონი, მაგრამ მეეჭვება: ) კიელინი ბონუჩიზე ბევრი იქნება დამოკიდებული რამდენად სწრაფად ამოვა გუნდი ამ ჭაობიდან… შესნიმ 5 ქულა გაანიავა იმენა )))) რა სასტავით ვიგებდით არადა…. დაბრუნდნენ კიეზა დიბალა კუადრადო დანილო… Read more »

juventino
juventino
2 years ago

“ახლა გუნდში განწყობა იდეალური არ არის.. ცალკეულ მოთამაშეებსაც არა აქვთ სიმშვიდე ” < ამას რო ამბობს ალეგრი,წარმომიდგენია რა ხდება საერთოდ გუნდში. ასე ერთიანად რა ჭირი ეტაკათ?!ეს შესნი სულ გამო… ვდა მარა კინმა ისეთი გააკეთა სულ დამავიწყა შესნის მზეობები!ტიპს იავნად კარი აერია!ან ნაპოლის ერთიანს წურავდა და რო ვერაფერი,ბოლოს თვითონ იმოქმედა.მალმიოც სახლის გუნდია და კარგი შემტევიც,მაგრამ მილანთან სახლში მგონი რომ შარშანდელი განმეორდება ისეთი პირი უჩანს.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x