ესპანური მედია ისკოს მომავალზე საუბრობს

იუვენტუსის და ისკოს ისტორია უკვე წლებს ითვლის..
არაერთხელ დაიწერა, რომ ესპანელს სამეფო კლუბის სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ყელში ამოუვიდა და მადრიდის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა..
თუმცა, სეზონები გადის და ისტორია არ იცვლება.. ისკო ისევ სკამზეა, იუვენტუსი კი მისი ხელში ჩაგდებისთვის მაინც იბრძვის..
კალჩომერკატოს ცნობით ბიანკონერი ამ შანსის გამოყენება იანვარში უკვე მერამდენედ ეცდება არ მახსოვს, თუმცა რომ ეცდება ეს ფაქტია..
საქმე იმაშია, რომ ალარკონთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და გახანგრძლივებაზე არცერთ მხარეს არ დაუწყია საუბარი, რაც ნათლად მიანიშნებს მათ განწყობაზე.
შესაბამისად, იტალიელები იანვარში მოკრძალებული წინადადებით მიმართავენ ფლორენტინო პერეს და თუ მისგან უარი მიიღეს, მაშინ თებერვლისთვის თავად ფეხბურთელთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს პირად კონტრაქტზე და თუ საერთო ენა გამონახეს, მაშინ ისკო წლების შემდეგ მაინც მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.
მინდა ეს კაცი იუვეში!