ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დღევანდელ გუნდს განსხვავებული ფასეულობა აქვს”

ხვალ, იუვენტუსი სერია -ს მორიგი ტურის შეხვედრაში მილანს დაუპირისპირდება. გთავაზობთ მაქს ალეგრის ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“მილანთან დაპირისპირება მუდამ იქნება მნიშვნელოვანი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. მითუმეტეს როსონერი ახლა კარგ პერიოდს გადის და სიმართლე ითქვას ეს დაპირისპირება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. რატომ? ეს უკვე თქვენ არკვიეთ.

შემადგენლობასთან მიმართებაში ვერაფერს გეტყვით. დაცვის ხაზზეც არ ჩამოვყალიბებულვარ.. იმ შემთხვევაში თუ ორი ცენტრალური მცველით ვიასპარეზებთ მაშინ კიელინი, დე ლიხტი, ბონუჩიდან ერთ-ერთი სკამზე დარჩება.

მატეის ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია.. როდესაც ის ტურინში მოვიდა სულ რაღაც 20 წლის იყო.. კონტრაქტი და თანხა ბევრზე მოახდენს ზეწოლას და გამონაკლისი არც დე ლიხტი გახდა.

თუმცა, მას ყველაფერი აქვს, რათა ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.. უკვე ახლა შეუძლია დიდი პასუხისმგებლობის აღება.. 20 წლის ბიჭის კარიერა სტანდარტულია.. გამოცდილების დაგროვებამდე შენ გარკვეულ შეცდომებს უშვებ.. კიელინიც არ იყო ასეთი კარგი, მაგრამ 28 წლის ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული იყო საკუთარ პოზიცაიზე!

ფედერიკო კიეზა ეფექტურია მარჯვენა ფლანგიდან, მაშინ როდესაც ფორვარდის როლში მას ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით მოუწევს მომატება, რადგან ეს სხვა ზონა და შესაბამისად განსხვავებული მოქმედებების არეალია.

 მიმდინარე სეზონში რომელიმე კლუბზე ვთქვათ, რომ დომინანტი გახდება სერია ა-ში თითქმის წარმოუდგენელია. ქულებს ყველა დაკარგავს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე შეცდომის გამოსასწორებლად დროც სათანადო იქნება.

ფსიქოლოგი უფრო ვარ თუ მწვრთნელი? ახლა ჩემს გუნდს ფსიქოლოგიური ასპექტების გამოსწორება უფრო ესაჭიროება. ჩვენ ვმუშაობთ არა იმისთვის, რომ თამაშები მოვიგოთ, არამედ მთლიანად სერია ა! ბალანსის და საჭირო საფეხბურთო აგრესიით ჩვენ ამას შევძლებთ. 

ბონუჩის გარეშე სამ მცველიანი სქემა? მოვა დრო როდესაც ლეოსაც მოუწევს სკამზე დარჩენა. რიგ შემთხვევებში მისი თამაშის მანერვა ნერვებზე მოქმედებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ბონუჩი საოცრად საიმედოა და მწვრთნელისთვის ეს დიდი ფუფუნებაა.

ველოდი თუ არა ასეთ იუვენტუსს? ეს არ არის ის გუნდი, რომელიც წლების წინ მყავდა, მაგრამ დღევანდელ კრებულს საკუთარი ფასეულობები აქვს და საჭიროა ერთ მუშტად შეკრული გახდეს.”


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
magelana
magelana
2 years ago

ძალიან დიდი კვერცხია ალეგრი რასაც ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ ყოველთვის პრაკტიკული ფეხბურთი ტიპმა არასდროს არ ითამაშა და რაჩემს 25 სანტიმეტრიანად ჭირდებათ ესეთი მწვრთნელი ვერ გამიგია.

DEL P
DEL P
2 years ago

ეეჰ ამას თუ ნახევარდაცვა ქვია, დიბალა აკეთებდა მაგათ საქმეს, სად უწევდა ბურთის დაჭერა და საიდან ამოჰქონდა ხოლმე. არადა ორი შემტევით ვთამაშობდით და აქედან ერთი ფაქტიურად გამთამაშებელიც იყო :)

Juve2003
Juve2003
2 years ago

ლიგის მოგებაზე ვოცნებობდო და მგონი კიდე დიდხანა მომიწევს ოცნება. . . სკუდეტო მაინც დავიბრუნოთ მაგის დედა ვატირე :(

juventina
juventina
2 years ago

gvajoba milanma

Dybala 92
Dybala 92
2 years ago

ალეგრი მიყვარს!!!

Dybala 92
Dybala 92
2 years ago

პირველი ტაიმი კარგად ითამაშეს ბიჭებმა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

ეს ემპოლი ყველამ წაკუზა თავის სტადიონზე ჩვენ კიდე სახლში წავაგეთ ტფუ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 years ago

სარისა და პირლოს ჩა…. საქმეს რონალდოს წასვლაც დაემატა ეს არაა ადვილი არცერთი მწვრთნელისთვის. მილანს თუ მოუგეთ ფსიქოლოგიურად მოიხოდებიან უეჭველი. ნუ სარიმ რაღაც მაინც ქნა აი პირლომ ვაფშე ჩაისვარა რაც ანიელის ბრალი უფროა.

Juve2003
Juve2003
2 years ago

ისე მეგონა ისევ ალეგრი დააყემებდა ფეხზე გუნდს მარა ჯერ არ ვიცი. . . მალმო ნაკლებად ითვლება, იმედია ამ ცუდი დასაწყისის კარგ გაგრძელებასაც ვნახავთ. უჩლს მერვედ ფინალს მაინც გავცდეთ უკვე ტეხავს :(

Juve2003
Juve2003
2 years ago

სალამი ბრატცი. ერთი კითხვა მაქვს. სეტანტა 1,2 ევროსპორტი 1,2 და აჭარასპორტი 1,2 აქედან რომელი არხების ჩართვა ღირს რო იუვეს თაშებს და უჩლს უპრობლემოდ ვუყურო. და კიდევ ლიგაზე ხო ერთმანეთის პარალელურად 6/8 თამაშიც გადის ხოლმე და მაგ შემთხვევაში მაგთის საკაბელოს ეს არხები რამდენად საკმარისია რო სასურველი თამაში აარჩიო? მადლობა წინასწარ. . . იმედია ხვალ მაინც მოვა იუვე ხოდზე :)

Juve fan
Juve fan
2 years ago
Reply to  Juve2003

სეტანტაზე არის იუვეს თამაშები ხშირად, ორივე არხზე. მაგრამ ჩემპიონატის მატჩებია, ლიგა მანდ არაა. აჭარასპორტზე სერია ა ნაკლებადაა. მანდ უფრო პრემიერ ლიგა და ლალიგაა. ეუროსპორტზეც არაა. ლიგა შეიძლება იყოს,

Juve fan
Juve fan
2 years ago
Reply to  Juve fan

ლიგისთვის კარგია სილქნედის არხები, მაგრამ მაგთის მხოლოდ სილქ უნივერსალი აქვს

Juve2003
Juve2003
2 years ago
Reply to  Juve fan

გაიხარე ჩემო ძმაო. . . ანუ სილქის საკაბელო და სეტანტას არხები ჯობს ხო? ან ვაფშე ტა რომელის ჩართვას მირჩევდი? თეფშით ვიჭერდი და იქაც გაითიშა სერია ა, ახლა აზრზე არ ვარ რა ვქნა :D

Last edited 2 years ago by Juve2003
Juve fan
Juve fan
2 years ago
Reply to  Juve2003

იტალიის ჩემპიონატისთვის სეტანტა ჯობია ყველას, მაგრამ სილქნეტს არ ვიცი სეტანტა აქვს თუ არა, მაგთის აქვს. ჩემპიონთა ლიგა კიდევ მაგთიზე სილქ უნივერსალსაც აქვს, მაგრამ იქ მხოლოდ ორ თამაშს აჩვენებენ და პლიუს ერთი ორ თამაშს მეორე დღეს განმეორებით აჩვენებენ შუადღეს. იუვეს თამაში არის მაშინ, როდესაც საინტერესო მატჩი აქვს.

სილქის საკაბელო არ მქონია ძმა და არ ვიცი, მარტო ის ვიცი რომ სილქის სპორტულ არხებს აქვს ჩემპიონატები. მოკლედ მაგთის გირჩევ რა. მეგობარს სილქი ჰქონდა და ინტერნეტის ხარისხით იყო უკმაყოფილო, ახლა მაგთის აქვს და კმაყოფილია

Juve2003
Juve2003
2 years ago
Reply to  Juve fan

გაიხარე ჩემო ძმაო, მადლობა

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x