ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გასახდელში სიტუაცია დაძაბულია

Calciomercato დილიდან გვაწვდის სიახლეებს ტურინში არსებულ ქაოსზე.

ტემპერატურის მატება ჯერ კიდევ მილანთან შეხვედრის მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც ვოიცეხ შესნი ადრიენ რაბიოს ყურადღებისაკენ მოუწოებდა.. პოლონელმა ფრანგის გაღვიძებაც კი სცადა და მცირედით უჯიკა, თუმცა შუახაზელმა კარის დარაჯი უყურადღებოდ დატოვა და შედეგად შესნის კარში ლოგიკური გოლიც გავიდა.

აღნიშნულ ინციდენტის გასახდელში ხმამაღალი გარჩევაც მოყვა.. მონაწილეები ბუნებრივია შესნი და რაბიო იყვნენ..

თუმცა, ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ მათთან განრისხებული მაქს ალეგრი არ შევიდა, რომელიც უკვე დერეფანშივე ღრიალებდა.. ყველამ იხილა ვიდეო რგოლი სადაც მაქსი გაგიჟებული ყვიროდა:“და მათ ახლა იუვენტუსში თამაში უნდათ.”

ეს აგრესია ტოსკანელი მწვრთნელის მხრიდან, იმ მოთამაშეებმა გამოიწვიეს რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას შევიდნენ მინდორზე..

სწორედ მათ მიმართ და ზოგადად დანარჩენი ფეხბურთელების მიმართაც ვერ მალავდა საკუთარ გაღიზიანებას გამოცდილი სპეციალისტი.. კიეზა, კულუსევსკი და კინი – “რიგ მოთამაშეებს არ ესმით თუ რამდენს ნიშნავს შავ-თეთრი მაისურის ტარება” – ასეთი კომენტარი გააკეთა ალეგრიმ მატჩის შემდეგ სქაი სპორტთან.

პირველი შემთხვევა არ არის როდესაც თავკაცი პრობლემაზე ღიად საუბრობს.. მაქსი ყველასგან ყურადღებას და მაქსიმალურ მობილიზებას ითხოვს.. იგი ნებისმიერს დაუპირისპირდება განურჩევლად სტატუსისა თუ ვინმე მის იდეას ეწინააღმდეგება და საქმეში არ მიყვება.

კონტინასაზეც არ იყო იდეალური ატმოსფერო.. მართალია ტონმა დაიწია მაგრამ გარჩევები მაინც მიდიოდა.. ახლა კი ის დროა გუნდი ერთ მუშტად შეიკრას და ბევრი იშრომოს, რათა ეს დაკარგი რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას.

პაულო დიბალაც კი კონტინასაზე არსებულ სასტუმროში დარჩა და შინ არ წასულა.. ძირითადმა ნაწილმაც მას მიბაძა და იუვე თითქმის მთელი შემადგენლობით ბაზაზეა, სადაც მომდევნო მატჩისთვის ემზადება.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bero-juve10
bero-juve10
2 years ago

titqos es yvelaferi kargic aris rom maleve gamoigvizon jobia startze moxdes es vidre sezonis shuashi an ufro cud variantshi bolosken amitom 2-3 matchi dachirdebat rom mogebebi daiwyon
chemi azrit aseti taqtikit unda itamashon

————————chesni—————————

danilo——-de ligti———–bonuchi——–sandro

—————–rabio——–lokateli——————-

—–kvadrado——-dibala——-kieza—————-

———————-morata—————————

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x