Sky Sport:”მორატამ და დიბალამ სამედიცინო შემოწმება გაიარეს”

პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ დღეს დილით სამედიცინო ცენტრში სრული გამოკვლევა ჩაიტარეს.
მათი ასპარეზობა ჩელსისთან გამორიცხულია, რადგან ორივე მათგანს კუნთებთან მიმართებაში აქვს პრობლემა.
პაულო დიბალას მარცხენა, ხოლო ესპანელს მარჯვენა ბარძაყზე აქვს დისკომფორტი.
ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდი გაუცდება ერთს ან მეორეს, თუმცა მსგავსი ტიპის ტრავმები 2-3 კვირას ითვლის.