რა ხდება დონარუმას თავს?

ჯანლუიჯი დონარუმამ გუშინდელ შეხვედრაში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სასტარტოში იასპარეზა.
თუმცა, მედიაში არ წყდება ცნობები იტალიელის მხრიდან წამოსული უკმაყოფილების გამო, რომელიც მის სათამაშო დროს ეხება.
ჯიჯიო არ ელოდა სკამზე ყოფნას და აქედან გამომდინარე აგენტს სარეზერვო ვარიანტების განხილვა თხოვა.
აქედან გამომდინარე საქმეში ისევ იუვენტუსი დაბრუნდა, რომელიც უკმაყოფილოა ვოიცეხ შესნის ასპარეზობით.
იანვარში დონარუმას ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან მისი სატრანსფერო ფასი ტურინს ნამდვილად არ ხიბლავს.
გაძეტას მტკიცებით იტალიის ნაკრების კარის დარაჯი სიტუაციას რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდება და თუ სასურველი ატმოსფერო არ შეიქმნა, მაშინ ზაფხულში კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს და ფავორიტი სწორედ ტურინილი გრანდია.
შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰
ანგარიშის ნომრები:
BOG: GE75BG0000000101336912
TBC: GE46TB7405945063600014
Paypal: paypal.me/davitjishkariani1
მოდი მოდი პატარა ჯიჯიიიიიი,მომავალ წელს ბუფონი პარმას სერია აში გადმოიყვანს და დაანებებს თავს. მოვა იუვეში რომელიმე პოზიციაზე და საოცარ მეკარედ გაქცევს !!! ტურინზე უკეთეს ადგილას ვერ წახვალ ყველა მოვლენიდან გამომდინარე ჯიჯი დამიჯერე.!! :)))